суббота, 20 октября 2012 г.

Windows 8 იმაზე უკეთესია ვიდრე წარმოგიდგენიათ!

ოფიციალური Windows 8-ის გამოსვლამდე სულ რაღაც 2 კვირა დარჩა და განხილულ იქნა უამრავი ადამიანის მიერ, რომლებიც მას ახასიათებენ, როგორც რთულ და თავსატეხ ოპერაციულ სისტემას. რეალურად ეს ასე არ არის. იგი ნამდვილად საჭიროებს გარკვეულ დროს მისაჩვევად, შედეგად კი პერსონალური კომპიუტერის მომხმარებელთა უმეტესობა ძალიან ნასიამოვნები დარჩება.
იმ ადამიანთა უმეტესობა, რომლებიც ახალ ოპერაციულ სისტემას ვერ ეგუებიან, ამბობენ, რომ Microsoft-მა სასურველზე ღრმად შეტოპა და ფოკუსირებას აკეთებენ დესკტოპსა და პლანშეტური/სენსორული ვერსიის ჰიბრიდზე. ისინი მომხმარებლებს კითხვით მიმართავენ, თუ როგორ აპირებენ შეელიონ ტრადიციულ სტარტ მენიუს, ან როგორ გაარკვევენ მეტრო აპლიკაციებს შორის გადართვას, როგორ იპოვიან უკანა გზას ნაცნობ დესკტოპ ვერსიაზე, როდესაც Start მენიუს გახსნიან? განა როგორ შეეძლო კომპანია Microsoft-ს გამოეშვა ოპერაციული სისტემა, რომელშიც ამდენი შემეცნებითი სიმძიმეა მომხმარებელთა უმეტესობისთვის?
დიახ, Windows 8 უამრავ ახალ კონცეფციას წარმოგვიდგენს, მათ შორის მეტრო სტილის საწყის მენიუს, თუმცა უმეტესწილად თქვენ თავისუფლად შეგიძლიათ გამოიყენოთ იგი როგორც Windows 7 და იფიქროთ რომ ეს არის ახალი Service Pack ვერსია.
ძველი ნაცნობი დესკტოპი ადგილზეა და არანაირ პრობლემას არ ქმნის მასზე მუშაობა. შეგიძლიათ მოახდინოთ მეტრო/Windows 8  სტილის ინტერფეისის იგნორირება 99%-ის შემთხვევაში იმუშაოთ ძველ სტანდარტულ და ყველასთვის ნაცნობ დესკტოპ ვერსიაში, ხოლო მასთან შეხება მხოლოდ მაშინ მოგიწიოთ, როდესაც რთავთ კომპიუტერს. თქვენ ასევე შეგიძლიათ დესკტოპ ვერსიაზე გაუშვათ ნებისმიერი აპლიკაცია თვით Metro სტილის მენიუდან მხოლოდ ერთი კლიკით.

Microsoft-ის თანადამაარსებელი Paul Allen Windows 8-ს მოისხენიებს როგორც ერთდროულად ელეგანტურსა და თავსატეხს. ერთი შეხედვით ეს დახასიათება ნამდვილად შეეფერება მას. ისევე როგორც Paul Allen-მა გააკეთა ოპერაციული სისტემის ვრცელი და დეტალური მიმოხილვა თავის ბლოგზე (რომლის თარგმანიც შეგიძლიათ იხილოთ აქ) Microsoft-მაც წარმოგვიდგინა ვიდეო, თუ როგორ მუშაობს ყველაფერი ჩართვის პირველივე წუთიდან.
დიახ, Windows 8 ნამდვილად წარმოადგენს დესკტოპ და ტაბლეტ ვერსიის ოპერაციული სისტემის ჰიბრიდულ ვარიანტს, სადაც შეგიძლიათ დააიგნოროთ ახალი მეტრო სტილი, მასთან მუშაობა ნამდვილად არ შეგძენთ ცუდ გამოცდილებას. მართალია ახალი მეტრო ინტერფეისი ცოტა ზედმეტი ჩანს დესკტოპ ვერსიაზე, მაგრამ ჩამონტაჟებულია იმისთვის რომ მოხდეს თქვენი მასთან მიჩვევა, რაც შთაგონებულია Microsoft-ის პერსონალური კომპიუტერისა და პლანშეტური თუ მობილური მოწყობილობების  მომხმარებელთა გაერთიანებისთვის.
კომპანია Microsoft Windows 8-ს ხედავს, როგორც გზას იმ მომავალში, სადაც სენსორული ლეპტოპები და დესკტოპ კომპიუტერები იქნება ძირითადი წარმმართველი ძალა და სწორედ ამ შთაგონების ზეგავლენით გადაწყვიტა, შეერწყა სენსორული ინტერფეისი და ტრადიციული დესკტოპ ვერსია ერთ ოპერაციულ სისტემაში. მიუხედავად იმისა, რომ შეეძლო გაეკეთებინა “სიკეთე” დესკტოპ მომხმარებლებისთვის, დაებრუნებინა ძველი საწყისი მენიუ და არ გაეხადა ისინი იძულებული შეესწავლათ ახალი ოპერაციული სისტემის ცხელი წერტილები, თუმცა სამუშაო დღის ბოლოს, ყველაფერი, რაც დასაწყისში პრობლემური გვეჩვენება ნამდვილად არ წარმოადგენს რეალურ პრობლემას (გარდა ამისა, არსებობს სხვა კომპანიების მიერ გამოშვებული უამრავი პროგრამული ხელსაწყო, რომლის დაინსტალირებით შეგიძლიათ დააბრუნოთ ძველი საწყისი მენიუ და თავი აარიდოთ ახალ მეტრო სტილის ინტერფეისს). და მაინც კომპანიის მიერ დაგეგმილი Windows 8 მარკეტინგი, რომელიც ჭორების თანახმად 1.5 მილიარდი დოლარი ჯდება, სწორედ იმაზეა გათვლილი, რომ მოხდეს მომხმარებელთა ყოველმხრივი დახმარება და ცოდნის გაზიარება, თუ როგორ გამოიყენონ ახალი ოპერაციული სისტემა სრულყოფილად.

ახალმა ოპერაციულმა სისტემამ შესაძლოა არ მიიღოს საუკეთესოს აღიარება Microsoft-ის ისტორიაში, თუმცა პოსტის ავტორი ამბობს რომ ბოლო თვის განმავლობაში თითქმის ყოველდღიურად იყენებდა მას და ნამდვილად არ გააჩნია სურვილი გადაერთოს ძველ Windows 7-ზე. იგივეს დავამატებდი მეც, მიუხედავად იმისა, რომ ჩემი ამ ოპერაციულ სისტემასთან მუშაობის გამოცდილება მხოლოდ რამდენიმე დღეს შეადგენს, Mac OS X-თან ახლოს დავაყენებდი და ნამდვილად ათი თავით მირჩევნია ძველ Windows 7-ს. მისი ჩატვირთვის პროცესი გაცილებით სწრაფია, ბევრად უფრო ნარნარად მუშაობს, დაცულია და გაცილებით სტაბილური. ისევე როგორც OS X -ს გააჩნია მცირე განახლებები, Microsoft-მაც დახვეწა დესკტოპ ინტერფეისი და შექმნა რამდენიმე პროგრამული პროცესი რომელიც სწრაფად და დახვეწილად მუშაობს. (განსაკუთრებით ისეთები, რომლებიც ფაილებთან ურთიერთქმედებას ეხება) . თქვენ ვერ შეძლებთ ბოლომდე გააქროთ არასასრუველი მეტრო ინტერფეისი, თუმცა ის “არასდროს გაგედებათ ფეხებში” მუშაობის დროს.
ცუდად არ გამიგოთ, ეს არ არის სისტემა, რომელიც აუცილებლად უნდა განაახლოთ. თუკი კმაყოფილი ხართ Windows 7-ით, ნამდვილად არ გჭირდებათ Windows 8. რაც შეეხება უშუალოდ ახალ ოპერაციულ სისტემას, კი თავიდან შესაძლოა დაგაბნიოთ, თუმცა თუკი გარკვეულ პერიოდს დაჰყოფთ მასთან მუშაობაში და “მისცემთ შანსს” ნამდვილად არ გაგიცრუებთ იმედებს და უბრალოდ აღარ მოგინდებათ ძველ Windows 7 ოპერაციულ სისტემაზე დაბრუნება.


Комментариев нет: