მიმოხილვაში საუბარი იქნება სათამაშო კონსოლებს – Microsoft Xbox Slim-სა და Sony Playstation 3 Slim-ს შორის არსებულ ძირითად სხვაობებზე, ხოლო სანამ უშუალოდ მათზე გადავიდოდეთ, მიმოვიხილოთ გეიმინგ ინდუსტრიის განვითარების ისტორია და მცირედით შევეხოთ ჩვენთვის საყვარელ გეიმინგ კონსოლებსა თუ თამაშებს, რომლებმაც დაიმკვიდრეს და შეგვაყვარეს თავი მსოფლიოს მასშტაბით! ყველაფერი ასე დაიწყო:
1970 წელს პიონერმა თამაშმა Pong-მა საკმაოდ დიდი ყურადღება მიიქცია და მაშინვე ყველასთვის ცხადი გახდა თუ რამხელა მომავალი ჰქონდა გეიმინგ ინდუსტრიას.
1981-1990 წლებში ბაზარი დაიპყრო ისეთმა თამაშებმა, როგორიცაა Mario და Duck Hunt Nintendo-ზე. მას შემდეგ, ვიდეო თამაშები და ასევე ადამიანები, რომლებიც მათ თამაშობდნენ, ნელნელა ყალიბდებოდა და ვითარდებოდა.
Mario 1981-1985 წლები
თავდაპირველად ნინტენდომ გამოუშვა თავისი პირველი სათამაშო კონსოლი, რომლის დანიშნულება ძირითადად ბავშვების გართობა იყო, შემდეგ მას გამოუჩნდა მეტოქე Sega Genesis-ის სახით, რომელიც გამოვიდა ჩრდილო ამერიკაში და განავითარა თამაში Sonic, როგორც მარიოს შემცვლელი.
ნინტენდოს პირველი სათამაშო კონსოლი:
Sega -ს სათამაშო კონსოლი
თამაში Sonic
მათ უკვე მალე შეემატა ჩვენთვის ცნობილი Sony Playstation და Microsoft Xbox და უკვე ყველა ასაკის ადამიანი მიიზიდა ისეთმა თემატურმა თამაშებმა, როგორიც არის Grand Theft Auto, Modern Warfare და Halo.
ბოლო რამდენიმე წელია უფრო მეტი და მეტი ადამიანი თამაშობს ვიდეო თამაშებს, და გრაფიკის, ტექნოლოგიისა და თემატიკის განვითარებასთან ერთად ისინი ნელნელა იკავებენ ისეთ ადგილს ჩვენს ცხოვრებაში, რომელსაც ვერასოდეს წარმოვიდგენდით!
სტატისტიკას თუ გადავხედავთ, გაყიდვებში განსხვავებული მდგომარეობაა ადგილმდებარეობის მიხედვით, კერძოდ, იაპონიასა და ევროპაში ჭარბობს PS3 (PS3 – 27 მლნ, Xbox – 15 მლნ), ხოლო ამერიკის შეერთებულ შტატებში Xbox (Xbox18.6 მლნ PS3 – 12მლნ)
ახლანდელი თაობის სათამაშო კონსოლები უკვე 5 წელზე მეტია არსებობს და კიდევ გარკვეული დროის განმავლობაში იქნება პოპულარული. Nintendo Wii -ს თავისი ადგილი აქვს კონსოლებში, რაც შეეხება Microsoft Xbox-სა და Sony Playstation 3-ს, მათ თანამედროვე გეიმინგში ლიდერის პოზიცია უკავიათ. ძნელია გამოვყოთ ამ ორ კონსოლს შორის რომელი ჯობია, რომელი ვურჩიოთ მომხმარებელს, ორივე მათგანს აქვს თავისი დადებითი და უარყოფითი მხარეები, რომელთაც ნაბიჯ-ნაბიჯ განვიხილავთ და გადაწყვეტილების მიღებას უკვე თქვენ მოგანდობთ:
1. პირველ რიგში დავიწყოთ მონაცემებით:
Microsoft Xbox 360 Slim:
- პროცესორი 3.2 GHz (3 ბირთვი)
- ვიდეო დაფა 512 MB ATI Radeon (9.6 მლრდ ვექტორული ოპერაცია წმ-ში)
- ოპერატიული მეხსიერება 512 MB GDDR (3700 MHz)
- DVD ROM
- Wi-Fi (ინტეგრირებული)
- Xbox 360 4 GB (ინტეგრირებული მეხსიერება, რომელიც საკმარისია ე.წ Save-ებისთვის)
- Xbox 360 250GB ( დამატებითი 250GB მყარი დისკი)
Sony Playstation 3 Slim:
- პროცესორი 3.2 MHz Cell (8 ბირთვი)
- ვიდეო დაფა 256 MB, 550MHz Nvidia & SCEI
- ოპერატიული მეხსიერება 256 MB XDR DRAM
- Blu-Ray Disk
- Wi-Fi (ინტეგრირებული)
- HDD 160/320 GB
- PS3 VS XBOX 360 ? PS3
Комментариев нет:
Отправить комментарий