суббота, 20 октября 2012 г.

ახალი Sony Playstation 3 Super Slim – განხილვა


მას შემდეგ რაც 2006 წელს გამოვიდა პირველი Playstation 3, დაახლოებით 400-მდე მცირე თუ დიდი ცვლილება განხორციელდა, რაც გამოიხატა: მეხსიერების სხვადასხვა ვარიაციებში და ზომების ცვლილებაში, დიზაინსა და ფასში. უახლესი მოდელი Playstation 3 SuperSlim-იც იგივე პრინციპით განახლდა. არსებობს მისი ორი ვარიანტი: 250GB მოდელი, რომელიც შეფასებულია 270$-ად და 500 GB მოდელი, შეფასებული 300$-ად. ერთი კვირა გავიდა მას შემდეგ, რაც 250GB-იანი მოდელი ხელმისაწვდომია, შესაბამისად გაიტესტა, დაიშალა და დაექვემდებარა ყოველგვარ განხილვას. მოდით ნაბიჯნაბიჯ გავიაროთ ახალი მოდელის დადებითი თუ უარყოფითი მხარეები.
Hardware

ახალი მოდელი, რომელიც იწონის სულ რაღაც 2 კილოგრამს ამართლებს მისთვის მინიჭებულ სახელს – ულტრათხელი. იგი სულ რაღაც 1.3 კგ-ით მსუბუქია წინამორბედ და 3 კილოგრამით მსუბუქი პირველი PS3 მონსტრზე. სამწუხაროა, რომ სუფთა გლუვი ზედაპირი შეიცვალა პრიალა ზედაპირით, რომელიც კარგად ნაცნობია PSP, PSVITA  და პირველი თაობის PS3 -ის მომხმარებელთათვის და მარტივად იმჩნევს თითის ანაბეჭდებს. პრიალა ზედაპირი ერთი შეხედვით შესამჩნევი არაა, რადგან ჰარდის ძირითადი ცვლილება შეეხო დისკის მოსათავსებელ ბუდეს: მოხდა სლაიდერი ბუდის მარცხნივ გადაწევა და ღია ჩასადების ჩამონტაჟება, რომელიც ბუნებრივია ნაკლებ ადგილს იკავებს და ხელს უწყობს კონსოლის ზომის შემცირებას, თუმცა თავის მხრივ ვერ იცავს დისკის წამკითხველის დამტვერიანებას.

მიუხედავად სხვადასხვა ვიზუალური ცვლილებებისა, ახალი PS3 გარკვეულწილად შეუფერებელია სახლის გასართობი სხვა მოწყობილობების გვერდით დასადებად და საკმაოდ იაფფასიან და არასტაბულურ შეხედულებას ტოვებს, რითაც იგი აშკარად განსხვავდება მისი წინამორბედი ორი მოდელისაგან.
სიიაფისა და არასტაბილურობის შეხედულება ეხება ახალი კონსოლის მთლიან დიზაინს. მიუხედავად იმისა, რომ Sony-მ მოახერხა კონსოლის კონსოლის 20%-ით ზომაში, ხოლო 25%-ით წონაში შემცირება, წინა მოდელთან შედარებით რედიზაინში არანაირი გაუმჯობესება არ შეინიშნება. სიმსუბუქე მხოლოდ მომხმარებლის ყურადღებას უფრო მეტად სიიაფეზე  და ცუდი ხარისხით დამზადებაზე ამახვილებს. როდესაც კონსოლს ათავსებთ მყარ ზედაპირზე, მკაფიოდ ისმის ყრუ ჩხაკუნი – თხელი დისკის ჩასადები ბუდე, რომელიც გახსენებთ, რომ თქვენი ახალი, თითქმის 300$-ად ღირებული კონსოლი გამოიყურება როგორც 1970-იანი წლების ტექნიკის გადმონაშთი.
რაც შეეხება შიდა ნაწილს, უახლეს PS3-ს ისევ იგივე RSX გრაფიკა და პატარა 45ნმ Cell პროცესორი ამუშავებს. ერთადერთი განსხვავება, რაც ვნახეთ მისი დაშლის შედეგად, ეს არის უფრო მცირე ზომის Blu-Ray  დისკის წამკითხველი  (რომლის ბრუნვის სისწრაფე Blu-ray დისკებზე არის ისევ 2x, DVD დისკებზე 8x, ხოლო CD დისკებზე 24x) და გადაადგილებული შიდა ნაწილები – რამაც შედეგად გამოიღო ზომისა და მოცულობის შემცირება. 250GB-იანი მყარი დისკის ამოღება ძალიან მარტივია, ამისთვის გჭირდებათ პატარა Philips-ის სახრახნისი, ხელები, თვითდაჯერებულობა და სულ რაღაც ორიოდე წუთი. ახალ კონსოლს, წინა თაობის PS3-ის მსგავსად გააჩნია Ethernet, HDMI, Optical out, RCA პორტები და AC Adapter-ის შესაერთებელი. სამწუხაროდ, აქაც გაგრძელდა ძველი ტრადიცია და კომპლექტში არაა მოყოლებული მაღალი გაფართოების HDMI კაბელი. ყუთში მხოლოდ RCA კაბელის ხილვის “ბედნიერება” გვაქვს.

ისევე, როგორც წინა მოდელი, ახალ ულტრათხელ PS3-იც არ არის უკუთავსებადი Playstation 2-თან, ანუ სახეზეა იმ მახასიათებელის არარსებობა, რომელზეც ჯერ კიდევ PS3 რედიზაინის დროს მტკივნეულად განვიცადეთ, არადა ფაქტია, მომხმარებელს ნამდვილად ურჩევნია, რომ შეეძლოს ძველი, PS2 თამაშების ახალ კონსოლზე თამაში, ვიდრე ამ თამაშების HD გამოშვების დისკების თავიდან შეძენა  Blu-Ray ხარისხზე.
ორი USB ბუდე კვლავაც წინა პანელზეა მოთავსებული, ხოლო პირველ მოდელზე არსებული SD ბარათის წამკითხველი ისევ წარსულში დარჩა. ახალი ულტრათხელი PS3 ასევე არ გვაძლევს ლინუქსის ოპერაციული სისტემის დაინსტალირებას დამატებით ოპერაციულ სისტემად, ვაღიარებ ეს მეთოდი არ არის ფართოდ გამოყენებადი, თუმცა კიდევ ერთი მაგალითის მაჩვენებელია, რამდენად მკვეთრად განსხვავდება ახალი ულტრათხელი PS3 ორიგინალი PS3 მოდელისაგან.

განსხვავებები
სათამაშო კონსოლში ნაცნობი ზუზუნი ჯერ კიდევ ორიგინალი Xbox 360 -ისა და პირველი თაობის PS3 -იდან მოყოლებული ძნელად მოსაცილებელი ტკივილი იყო. ამ მხრივ წინსვლა გვაქვს, რადგან ახალმა მოდელმა მოახერხა და ამ ხმაურიანობის თითქმის ანულირება მოახდინა. ეჭვგარეშეა, რომ ეს არის ყველაზე უხმო გეიმინგ კონსოლი რაც კი აქამდე გვინახავს, რაც გამომდინარეობს მისი შიგთავსის განლაგების ცვლილებიდან. ახალ კონსოლში ჰაერი ხომ მთლიან მოწყობილობაში ტრიალებს და გაედინება ყველა მხრიდან. მთლიანი ჰორიზონტალური ნაწილის ნახევარი არის დათმობილი ფანისთვის, ხოლო ქვედა ნაწილი არის დატვირთული ღია კონსტრუქციებით, რაც შიგთავსს უამრავ სასუნთქ ადგილს უთმობს.

ღილაკების განლაგება სრულიად შეცვლილია, და წინა მოდელების სენსორული და დასაკლიკებელი ღილაკების ნაცვლად ჩადგმულია მთლიანი გრძელი პლასმასის პანელი, რომელზეც შეგიძლიათ ორივე ბოლოში დააკლიკოთ (მარცხნივ დისკის ბუდის გასაღებად, ხოლო მარჯვნივ კონსოლის ჩასართავად). სამწუხაროდ, ისევე როგორც დისკის ბუდეს, ახალი სტილის ღილაკებსაც საკმაოდ იაფფასიანი  და უბრალო პროდუქტის შეხედულება აქვს.






Комментариев нет: