суббота, 20 октября 2012 г.

თამაშების ინდუსტრიის ყოველკვირეული მიმოხილვა

გამომცემლობა THQ–მ პროექტ inSANE–ის გაუქმების შესახებ გავრცელებული ჭორი უარყო; The Walking Dead: Episode One — A New Day–ის გაყიდვების მოცულობამ 1 მლნ. ასლს გადააჭარბა; FIFA 13–ს რთული ხელოვნური ინტელექტი დაემატება; Yakuza 5 მომხმარებელს ხუთი პერსონაჟით თამაშის საშუალებას მისცემს; Ninja Theory–ის თანამშრომლებმა DmC: Devil May Cry–ს შესახებ რამდენიმე ახალი დეტალი გვამცნეს; კომპანია CCP Online–მა ფანტასტიკური შუთერის, Dust 514–ის დახურულ ბეტა–ტესტირებაში მონაწილეობის მიღების მსურველთათვის პირდაპირი ბმული გახსნა; Sony Online Entertainment პირობით–უფასო ქსელურ შუთერზე მუშაობს, — მიმდინარე კვირას დაფიქსირებული, ეს და სხვა საინტერესო მოვლენები, თამაშების ინდუსტრიიდან, იკითხეთ ჩვენს ყოველკვირეულ მიმოხილვაში.
როგორც იქნა, მზის შუქი იხილა პროექტმა, რომელსაც ყველანი ასე მოითმენლად ველოდით — Max Payne 3 — და რა თქმა უნდა მაშინვე ბრიტანული ჩარტის ლიდერი გახდა. პროექტმა საკმაოდ მაღალი შეფასება, 10–დან 9 ბალი მიიღო.
კიდევ ერთი სიახლე, როლური თამაში, Diablo III ბესტსელერების დავაში რიგით მეორე ადგილს დასჯერდა. კომპანია Blizzard აცხადებს, რომ მთელი მსოფლიოს მასშტაბით თამაშის ტირაჟმა 6,3 მლნ. ეგზემპლარს გადააჭარბა. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ 3,5 მლნ. ასლი პირველი ოცდაოთხი საათის განმავლობაში გაიყიდა.
მესამე ადგილი საფეხბურთო სიმულატორს, FIFA Street–ს ხვდა წილად.
საუკეთესო ათეული ასე გამოიყურება:
  1. Max Payne 3
  2. Diablo III
  3. FIFA Street
  4. Sniper Elite V2
  5. FIFA 12
  6. Prototype 2
  7. Call of Duty: Modern Warfare 3
  8. Battlefield 3
  9. Assassin’s Creed: Revelations
  10. Mario and Sonic at the London Olympics

Комментариев нет: