четверг, 21 февраля 2013 г.

ჭორები: Eidos-ი ამზადებს Thief 4-ის დაანონსებას უახლოეს თვეებში












ინტერნეტში გაჩნდა ჭორები იმის თაობაზე, რომ Eidos Studios Montreal-ი აპირებს ახალი თამაშის დაანონსებას. როგორც ცნობილია კომპანიის ერთ-ერთმა თანამშრომელმა დაწერა თავის რეზიუმეში იმაზე, რომ კომპანია აპირებს ახალი თამაშის დაანონსებას მალე.

ბევრმა ფანმა მაშინვე დააკავშირა ეს ამბავი Thief 4-ს. სამომხმარებლო ინტერფეისის პროგრამისტმა ალექსანდრე რიჩერმა განაცხადა, რომ კომპანია წარუდგენს მსოფლიოს კიდევ ერთ თამაშს.

2012 წლის ივნისში გაჩნდა სწორედ ამ თამაშის ვიდეო, როგორც შემნელმა ჯგუფმა განაცხადა თამაში იქნება Deus Ex: Human Revolution-ის მსგავსი გეიმფლეით. ჯერ-ჯერობით კომპანია არ ჩქარობს თამაშის დაანონსებას, მაგრამ როგორც ჭორების მიხედვითაა ცნობილი თამაში უნდა გამოვიდეს 2014 წელს PC-ზე და ახალი თაობის კონსოლებზე.

Комментариев нет: