воскресенье, 17 февраля 2013 г.

Grand Theft Auto V












GRAND THEFT AUTO -მანქანების დიდებული ქურდობა- ასე ქვია ROCKSTAR GAMES თამაშს რომლის გამოცემაც 1997 წელს დაიწყო ხოლო დღევანდელ დღემდე 2013 წლის ზამთრამდე გამოცემულია თამაშის 9 (ნაწილი) სერია. ROCKSTAR NORTH_ი მიერ წარმოდგენილი ცხრავე ნაწილი უდდიესი პოპულარობით სარგებლობს მოთამაშეთა საზოგადოებაში. ყველაზე ცნობილი ნაწილების GTA vice city_ის GTA sanandreas_ის და GTA 4 _ის შემდეგ გამოდის ახალი ნაწილი GRAND THEFT AUTO 5 რომელსაც კრიტიკოსები დიდ წარმატებას უწინასწარმეტყველებენ მითუმეტეს, რომ GTA 4 მა 2008 წელს დაამყარა რეკორდი ვიდეო თამაშების გაყიდვის ისტორიაში პირველ კვირას დაახლოებით 6 მილიონი ასლი გაიყიდა და 500 მილიონ აშშ დოლარზე მეტი მოგება გამოიმუშავა.


რა შეგიძლიათ GTA 5 ში
GTA 5 ში თქვენ შეგეძლებათ მართოთ 3 პერსონაჟი. თამაშის ისტორიაც ამ სამი პერსონაჯის ირგვლივ იქნება განვითარებული. თამაშის სამი პერსონაჟიდან პირველი არის მაიკლი მეორე ტრევორი და მესამე ფრანკლინი, სამივე პერსონაჟს ერთი რამ აერთიანებთ ეს კრიმინალია. 
1. პერსონაჟი მაიკლი პერსონაჟი რომელიც ქალაქ ლოს სანტოსში გადავიდა იმიტომ რომ აქ უბრალოდ ცხელა და კარგი ამინდია, მისი მიზანი იყო შეექმნა ოჯახი ყოლოდა შვილი და ისინი თბილ და გრილ ამინდში ერთად ივახშმებდნენ ხოლმე მაგრამ ყველაფერი სხვა გვარად დაეწყო, მაიკლის ცხოვრება ისე ვერ აეწყო როგორც მას სურდა ცხოვრებაში იგი ბერვჯერ გადაურჩა სიკვდილს და ახლა ყველაფერი "ფეხებზე კიდია"
2. პერსონაჟია ტრევორი ადამიანი რომელსაც სერიოზული პრობელმები აქვს ნერვებთან, იგი აკონტროლებს ნარკო ბიზნეს "წამალი ან მიედინება ტრევორის გზით ან არ მიედინება" ტრევორი ძალიან რთული ხასიათისაა.
3. მესამე პერსონაჟია ფრენკლინი თამაშის შავკანიანი გმირი, რომელიც შეიძლება ძველი grand theft auto ს პოპულარულ გმირს სიჯეის გაგონებდეთ მაგრამ ეს ასე არაა. ფრენკლინს ჰყავს ბევრი მანქანა. ასევე ძმა, რომელიც დაკავებულია უბანში სხვისი ფულის ჯიბეში ჩადებით და ნარკოტიკების გასაღებით, ასევე ფრენკლინს ჰყავს მეგoბარი გოგო რომელსაც არ აინტერესებს ის თუ რამდენი მანქანა ჰყავს მას, გოგოს უნდა მხოლოდ ფრენკლინის წესიერად ცხოვრება.
ტერიტორია
ვითარება მიმდინარეობს ქალაქ სანანდრეასში, დიახ სანადრეასში ეს ის ქალაქია რომელიც გახსოვთ ლეგენდარული GTA sanandreas იდან, თუმცა რუკის მოცულობა არ იქნება ისეთი დიდი ზომების როგორც ეს ზემოდხსენებულ gta sanandreas_ში იყო.



Комментариев нет: