воскресенье, 17 февраля 2013 г.

Diablo 3 - მიმოხილვა

დასახელება: DIABLO 3 
გამოშვების თარიღი: 15 მაისი 2013 
პლატფორმა: PC Mac 
ჟანრი: Action, Slasher, RPG 
მულტიფლეიერი: კი 
შემქნელი: Blizzard Entertainment 
გამომცემელი: Activision Blizzard 
ოფიციალური საიტი:http://eu.battle.net 






Diablo 3 გამოსვლამ ბევრი ააფორიაქა. პირველ დღეს 3.5 მილიონი კოპია გაიყიდა , კვირის განმავლობაში კი 6 მილიონს გადასცდა. ყველაზე წარამტებული PC პროექტი, მაგრამ რატომ ? რა არის მასში ისეთი რომ ასეთი ამბავი დაატრიალა ?
პასუხი მარტივია- არაფერი. განსაკუთრებული არაფერი არ გააჩნია Diablo 3-ს. ის არის უბრალოდ კარგად გამეორებული წინამორბედი, რომელიც 20 წლის წინ იხილა სამყარომ, მაგრამ ის თუ როგორ გამეორდა მართლაც აღსანიშნავია: ახალი ტექნოლოგიები, ახალი იდეები და უცვლელი Blizzard-ს პროფესიონალიზმი.



Blizzard-ს არმია


პირველ რიგში Diablo-ს პოპულარულობა იმით აიხსნება რომ მან ამდენი წლის განმავლობაში , საკმაოდ ბევრი ფანი შეიძინა, ათეულობით მილიონი ფანი, ფანი რომლებსაც სახში ყველაზე გამოსაჩენ ადგილზე ულაგიათ Diablo, Warcraft, Starcraft ს ყუთები. Diablo 3 გამოტოვება მათვის არ შეიძლებოდა, თანაც Blizzard ყველანაირად ცდილობდა მის რეკლამირებას, მაგალითად ყოველ ადამიანს ვინც World of Warcraft-ის წლიურ გადასახადს გადაიხდიდა საჩუქრად მიიღებდა გამოიცანით რას ? დიახ Diablo 3.
კიდევ ერთი მიზეზი-რამაც ბევრს გაუტეხა გული, მაგრამ რა ვქნათ, თამაშის დაცვის სისტემა, თამაში მოითხოვს უწყვეტ კავშირს Blizzard სერვერთან. საიდანაც არ უნდა გადაწეროთ ის მაინც ბოლომდე არ იმუშავებს, შეიძლება გაგიმართლოდ და ჩაირთოს მაგრამ აქეთ-იქეთ ხეტიალის მეტს ვერაფერს ვერ გააკეთებთ, არც მისიები , არც მობები, საერთოდ არაფერი. ამის გამო კომპანიის სერვერებმა ვერ გაუძლეს მოთამაშეების რაოდენობას და "შეცდომა 37" იქცა ახალ "დონთ სენთ" შეცდომად.


ყველაზე მთავარი მიზეზი თამაშის პოპულარობის, არის ის რომ თამაში კარგი გამოვიდა. რათქმაუნდა 2012 წლისთვის იდეამ თავი ამოწურა, მორალურად უკვე გავიარეთ ყველაფერი ამის მსგავსი, მაგრამ ხარისხიანმა , პროფესიონალურმა, საშინლად ლამაზმა და ძლიერ ჩამთრევმა Diablo 3 -მა თავისი ქნა . როგორი უცნაურიც არ უნდა იყოს , ამდენი წლის განმავლობაში არაფერი არ შეცვლილა, მონსტრების ტონობით ხოცვა დღესაც საინტერესოა, ამას დაუმატეთ კარგი გრაფიკა და ახალი ფიზიკა მიიღებთ ამ პროექტს. არის კიდევ ერთი აზრი მისი პოპულარობის შესახებ,ის ადამიანის ფენომენში იმალება, როგორ შეიძლება რამე ლამაზის არ აკრეფა და შენახვა ინვენტარში ? Blizzard-მა თავისი საქმე კარგად იცის. 
თამაში normal-ზე ანუ იმას რასაც პირველი დახურვისას გირთავთ , მარტივია, წაგება რთულია, ალბად ახლა ესეთი ტენდეციაა, მარტივი თამაშები უფრო მომხიბლავია ? მაგრამ მაქსიმალურ სიძნელეზე თამაში სულ სხვა ელფერს იძენს , ყოველი ბრძოლის წინ მოგიწევთ ქალაქში დაბრუნება და დამატებითი ფოთიონების(სიცოცხლის ბოთლები *) შეძენა. სხვათა შორის ქალაქები საკმაოდ ლამაზად არის აწყობილი, მაგრამ რისთვის თუ არანაირ საინტერესოს არ შემოგვთავაზებს.



თვითოეულ გმირს თავისი ისტორია გააჩნია , ეს ეხება დამატებით გმირებსაც, რომლებსაც თქვენ თან წაიყოლებთ ხოლმე თქვენს მოგზაურობებში. სიუჟეტი როგორც ყოველთვის იმის შესახებაა თუ როგორ მოინდომა ბოროტებამ სამყაროს დაპყრობა და გამოჩნდა გმირი. მიუხედავად ამისა არის საინტერესო მისიებიც მაგალითად იმის შესახებ თუ როგორ გაგიჟდა მეფე ლეორიკი , დაატერორა თავისივე სახელმწიფო და მოაჭრა თავის ცოლს თავი. თქვენ კი მოგიწევთ საშინლად ამაზრზენ მიწისქვეშეთში ბოდიალი, რათა გაანთვისუფლოდ მკვდართა სულები.


Blizzard მიხვდა რომ სიახლეების გარეშე არ შეიძლება პროდუქტის გამოშვება და შეცვალა რაღაც რაღაცეები. მაგ. თამაშში აღარ არის მანა, აწი თქვენს განკარგულებაში იქნება ენერგია, რომელიც ყველა გმირისთვის განსხვავებულია. დაემატა ასევე მულტი ფლეი, ახლა ყოველ წამს შესძლებთ მეგობართან ერთად რამე ბოსის, ან თუნდაც მთლიანი აქტის გასვლას. 
თამაში გვთავაზობს სულ 5 კლასს: ბარბაროსს, ბერს, ჯადოქარს, Sorcerer( სორკი) და დემონებზე მონადირეს. ყველასთვის გასვლა არის უნიკალური. თვითოეულ მათგანს თავისი ხასიათი და მოტივი გააჩნია, თავისებურად ხედავენ სამყაროს და რათქმაუნდა უნარებიც სხვადასხვა აქვთ. ბარბაროსი არის ერთადერთი კლასი რომელიც გადმოიღეს წინა ნაწილიდან, რომელიც ხალკის პრინციპით ხელმძღვანელობს, ბერი შაოლინის ილეთბს ფლობს და ასე შემდეგ.. 




რათქამაუნდა ფანებს მოეწონებათ: საყვარელი თამაში გახდა უფრო დიდი, უფრო ლამაზი, მაგრამ ჩეულებრივი ადამიანისთვის Titan Quest და Torchlight შემდეგ Diablo 3 ვერაფერს ახალს ვერ მისცემს, იმის და მიუხედავად რომ ორივე არის მისი კოპია. ერთი სიტყვით Diablo 3 არის შესანიშნავი თამაში, რომელშიც ყოველი დეკორაცია , ყოველი მოვლენა გადასარევად კარგად არის მოფიქრებული და რეალიზებული, ის ძველი გრძნობებიც კი თან სდევს მას, რომელიც ოდესღაც განიცადე მის წინამორბედში. მოგვწონს თუ არა , დღესღეობით მხოლოდ Blizzard-ს შეუძლია ერთი და იგივე თამაში გამოუშვას სამჯერ , ცოტა განაახლოს მაგრამ პრინციპი და მექანიკა დატოვოს იგივე. Diablo 3 ღირსეული გამგრძელებელია თავისი სერიის.




Комментариев нет: