გამომცემლობა Electronic Arts–მა მომხმარებელთა მიერ დაფინანსებული და Kickstarter–ის სერვისში დარეგისტრირებული პროექტების მხარდაჭერის შესახებ განაცხადა. კომპანიამ Origin–ის ციფრული დისტრიბუციის საშუალებით თამაშების გავრცელების კონცეფცია წარადგინა: რელიზიდან პირველი 90 დღის განმავლობაში მწარმოებლები სრულიად განთავისუფლდებიან საპროცენტო გადასახადებისგან. შედეგად, ავტორები შეძლებენ საკუთარი ფინანსური შემოსავლის გაზრდას, ამასთან გაიზრდება Origin–ის პოპულარობაც. შეგახსენებთ, რომ Kickstarter–ის საშუალებით დაფინანსდა ისეთი პროექტები, როგორებიც გახლავთ Double Fine Adventure, Wasteland 2, Leisure Suit Larry, Republique და მრავალი სხვა.
The Walking Dead: Episode One — A New Day–ის გაყიდვების მოცულობამ 1 მლნ. ასლს გადააჭარბა. ამ შედეგის დაფიქსირებას სულ რაღაც ორი კვირა დასჭირდა. სტუდია Telltale Games ამაყობს ამ მიღწევით და პროექტის ფარგლებში კიდევ ოთხი ეპიზოდის გამოსვლას გეგმავს. თამაშის მეორე ნაწილი (მხოლოდ ციფრული ვერსია), PC–ზე, Mac–ზე, PlayStation 3–ზე და Xbox 360–ზე, ივნისში გამოვიდა. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ The Walking Dead პოპულარული კომიქსის, „მოსიარულე მკვდრების“ საფუძველზე შეიქმნა, რომლის ავტორი ამერიკელი მწერალი, რობერტ კირკმანი (Robert Kirkman) გახლავთ.
Комментариев нет:
Отправить комментарий