
PlanetSide 2-ის დახურული ბეტა ტესტირება, რომელიც ზაფხულის ბოლოს დაიწყო, დასასრულს უახლოვდება…
როგორც დეველოპერები აცხადებენ, პროექტი პრაქტიკულად მზად არის, ასევე აღმოფხვრილია ყველა ის შეცდომა, რომელიც ტესტირების დროს დაფიქსირდა. მოკლედ, 20 ნოემბერს თამაშის შემოწმება დასრულდება, რასაც სრულფასოვანი რელიზი მოჰყვება. ამავდროულად განულდება ყველა მონაწილის შედეგები, რათა მომხმარებლებმა თანაბარ პირობებში აიღონ სტარტი.
ფინალური ვერსიის გამოსვლა თამაშს ახალ, მესამე კონტინეტს დაამატებს, სადაც სისხლმისმღვრელი ბრძოლები გაიმართება. PlanetSide 2 — ეს არის პირობით–უფასო თამაში, რომელიც მხოლოდ PC-ზე და მაკინტოშზე გამოვა. მწარმოებლები შემოსავალს დამატებითი რესურსების გაყიდვის შედეგად მიიღებენ.
თქვნეს წინაშეა, 2003 წელს გამოსული პროექტის, MMOFPS PlanetSide–ის პირდაპირი გაგრძელება: „უზარმაზარი ცვალებადი სამყარო“, „სხვადასხვა ტიპის სამხედრო დავალებები და როლები“, „შესაძლებლობების გაფართოებული ხე“ და უამრავი სხვა MMO–მარგალიტები. ბრძოლების წარმართვა შორეულ პლანეტაში მოგვიწევს, სისხლის უკანასკნელ წვეთამდე — მოწინააღმდეგეთა სრულ განადგურებამდე.
თამაშის თრეილერი:
Комментариев нет:
Отправить комментарий