вторник, 12 февраля 2013 г.

World Of Tanks

დასახელება: World Of Tanks 
გამოშვების თარიღი: 12 აპრილი 2012 
პლატფორმა: PC 
ჟანრი: MMOG, ტანკის სიმულატორი 
მულტიფლეიერი: Internet 
შემქნელი: Wargaming.net 
გამომცემელი: Wargaming.net 
ოფიციალური საიტი:
http://worldoftanks.com/ 





World of tanks ეს არის online პროექტი, რომელსაც ანალოგი მსოფლიოში არ გააჩნია , ეს არის Free-to-play შუთერი ტანკებით, ფენომენი!. როგორი უცნაურიც არ უნდა იყოს, მისი სტატისტიკა შთამბეჭდავია , სერვერები ყოველთვის გადავსებულია, მოთამაშეების საერთო ჯამი 40 მილიონს გადასცდა, და ის რომ ორი წლის წინ, ამ თამაშს არავინ არ აქცევდა სათანადო ყურადღებას, დღეს დღეობით მსოფლიოს იპყრობს, ევროპა, აზია, ამერიკა მას ყველგან თამაშობენ. ყველგან ეჯიბრებიან ტანკების მართვის ოსტატობაში.
World of tanks ტანკის პოპულარიზებას შემქნელები თავის გამართულ მუშაობასა და გეგმიურ განახლებებს აბრალებენ, რათქმაუნდა Wargaming.net-ში მუშაობენ კარგად განათლებული და ნიჭიერი ადამიანები მაგრამ , მისი პოპულარულობა სხვა რამეში უნდა იმალებოდეს, რადგან ასეთ დიდ შედეგს შემქნელებიც კი არ მოელოდნენ.
World of tanks ასათვისებლად ძალიან ადვილია, ყველა მსურველს შეუძლია თამაშის გადმოწერა , ჩართვა და რამოდენიმე ხელის თამაში, მორჩა მაშინვე იგებ მის მექანიკას. ორი გუნდი , ჯამში 30 ტანკი ერთმანეთს ებრძვის, დავალება მოწინააღმდეგის განადგურება გაშლილ რუკაზე. მოთამაშეები იმის და მიხედვით თუ რა შედეგს მიაღწიეს საომარ ველზე, ბრძოლის შემდეგ იღებენ მედლებს , ანაზღაურებას და სხვა გემრიელ ბონუსებს. შეაგროვე ფული , გამოცდილება იყიდე ახალი ტანკები, განავითარე, მიეცი აპგრეიდი. რა შეიძლება იყოს ამაზე მარტივი, აი ასეთია პირველადი თამაშის ხედვა. World of tanks იგივეა რაც უფასო Counter-Strike. ყოველ მოთამაშეს შეუძლია თავისი პირადი გამოცდილებით და უნარით აჯობის ყველა სხვას, რაც უფრო მეტს ვთამაშობთ მით, უფრო კარგ ტანკებს ვფლობთ, მით მეტის გაკეთება გვძალუძს.

დროთა განმავლობაში World of Tanks იხსნება , იფურჩქნება ვარდის კოკორივით და გვევლინება ისედათ როგორიც სინამდვილეშია. მოთამაშე გებულობს რომ, ტანკებს გააჩნიათ თავისი პარამეტრები, რომ სროლის დროს უნდა დავუმიზნოთ სუსტ წერტილებში, რომ ლულის კალიბრს და ტყვია-წამლის ტიპს აქვს თავისი მნიშვნელობა. მალე მოთამაშეს განვითარების გეგმა წარმოესახება : ვიღაცა საშუალო ტანკს აირჩევს, ვიღაცა უფრო სწრაფ მაგრამ სუსტს, ვიღაცაც მძიმე და მოუქნელს, ან საერთოდ არტილერიას , საუ. სამწუხაროდ თამაშში სხვა ტიპის მანქანას ვერ ნახავთ, თუმცა რაც არის ისიც საკმარისია. World of Tanks გვთავაზობს შემდეგი ქვეყნების სამხედრო მანქანებს : საბჭოთა კავშირი, ამრეკისი შეერთებული შტატები, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, ჩინეთი და გერმანია.ტექნიკის რაოდენობა ორასს ცალს აღემატება, თანაც ყოველი მათთაგანის განვითარება და გააპგრეიდება შეიძლება.

დონატი
თუ თქვენ დააპირებთ ამ პროექტზე ფულის დახარჯვას მაშინ მიიღებთ პრემიუმ-ტანკებს , პრემიუმ-ტყვია-წამალს, რაც საგრძნობლად გაგიდვილებთ ამ ვირტუალურ ომში ცხოვრებას. დონატი -ეს არის ის საშინელი რამ რაც ანადგურებს Free-to-play პროექტებს. მაშ ზუსტად რა ცვლილებები შეაქ დონატს ტანკებში?
ფასიანი ტანკები , მათი დაუფლება მხოლოდ დონატით არის შესაძლებელი და აღარ დაგჭირდებათ თამაშის თავიდან სუსტი და უშნო ტანკებით თამაში, მაგრამ დროთა განმავლობაში უბრალო მომხმარებელიც გაიხსნის იმავე დონის ტანკებს, და აი მაშინ კი უკვე საეჭვოა თუ რომელი აჯობებს. ერთადერთი ნამდვილად დადებითი მხარე პრემიუმ ტანკებისა არის ის რომ მათი რემონტი ძალიან იაფი ჯდება, ამ ტანკებით გამარჯვების შემთხვევაში მეტი ფული გერიცხება და სხვა მცირე წვრილმანი.
დონატი არ აფუჭებს World of Tanks, იმისთვის რომ პროექტმა იმუშავოს და განვითარდეს საჭიროა კიდევაც, თამაშის სუსტი წერტილი კი ის მოსაბეზრებელი რუკებია, რომელზეც უკვე მეათედ თამაშობ, ის მოსაბაზრებელი და ერთფეროვანი დავალებებია, რომელებიც სამ ტიპად იყოფა, რეალურად კი ბაზების რაოდენობით თუ განსხვავდება. მართლაც რომ საინტერესო ბრძოლების ჩატარება მხოლოდ პრემიუმ-ექაუნთის მფლობელებს შეუძლიად, მაგრამ ისიც საეჭვოდ გამოიყურება. კლანური ომები კი გლობალურ რუქაზე მკრთალი და დასამთავრებელია.

დასკვნა
რაც არ უნდა ვთქვათ და როგორი ერთფეროვანიც არ უნდა იყოს World of Tanks, ის მაინც იქცევს ჩვენს ყურადღებას, საბედნიეროდ Wargaming ჯერ კიდევ თავის ჭკუაზეა და პროექტს მიხედავს, აი უკვე ორი წელია სტაბილურად ვითარდება და გლობალურ აპგრეიდებითაც გვახალისებს, ასატანი ფიზიკა, დამატებითი განხრები. ბოლოს და ბოლოს ეს ჯგუფი კარგად გვეცნობა ისეთი პროექტებიდან როგორიცაა Order of Wa და Massive Assault. სამწუხაროა რომ ის არ უბრუნდება სტრატეგიებს, თუმცა სხვანაირად ჩვენ ვერ ვიხილავდით World of Tanks.




Комментариев нет: