понедельник, 22 октября 2012 г.

Microsoft Surface თავსებადია Xbox 360 კონტროლერებთან


Microsoft Surface გუნდმა ტექნიკური სიახლეების საიტ TechRadar-ს გასცა პასუხი რამდენიმე კითხვაზე და ესაუბრა ახალი ტაბლეტის ტექნიკურ თუ ოპერაციული სისტემის მახასიათებლებზე. საუბრისას გუნდმა დაადასტურა ასევე Xbox 360 USB კონტროლერების მხარდაჭერა. გუნდის ერთ-ერთმა წევრმა განაცხადა: “ ჩვენ თავად მუდმივად ვიყენებდით Xbox 360 USB კონტროლერებს Surface ტაბლეტით სათამაშოდ. კავშირი ნამდვილად უნაკლოა. ჯერჯერობით Kinect არ გამოგვიცდია”.
პლანშეტს არ გააჩნია ფიჭური კავშირი – 3G რადგან კომპანია Microsoft თვლის, რომ მომხმარებლები Surface ტაბლეტს ძირითადად სახლში გამოიყენებენ, ხოლო USB 3.0-ის ნაცვლად USB 2.0-ის გადაწყვეტა გამომდინარეობს იმ მოწყობილობების რაოდენობიდან, რასაც მისი მხარდაჭერა ექნება.
რაც შეეხება Microsoft Surface ტაბლეტის დიზაინს, გუნდმა გაგვიმხილა, რომ იგი გადაწყვეტილია Windows RT ოპერატიული სისტემის მიხედვით: “ ჩვენ გვინდოდა, რომ ჰარდი ყოფილიყო ჩვენი სოფტის გაფართოება. ვცდილობდით თავი შორს დაგვეჭირა კლასიკური დიზაინისგან და გვინდოდა უბრალოდ ვირტუალური ხიდი გაგვეგო თქვენსა და თქვენს ციფრულ ნივთებს შორის. მაგნესიუმის გამოყენების დახმარებით მივიღეთ თხელი, მსუბუქი და მყარი პროდუქტი.”

суббота, 20 октября 2012 г.

ცნობილი გახდა PlanetSide 2–ის რელიზის ზუსტი თარიღი


PlanetSide 2-ის დახურული ბეტა ტესტირება, რომელიც ზაფხულის ბოლოს დაიწყო, დასასრულს უახლოვდება…
როგორც დეველოპერები აცხადებენ, პროექტი პრაქტიკულად მზად არის, ასევე აღმოფხვრილია ყველა ის შეცდომა, რომელიც ტესტირების დროს დაფიქსირდა. მოკლედ, 20 ნოემბერს თამაშის შემოწმება დასრულდება, რასაც სრულფასოვანი რელიზი მოჰყვება. ამავდროულად განულდება ყველა მონაწილის შედეგები, რათა მომხმარებლებმა თანაბარ პირობებში აიღონ სტარტი.
ფინალური ვერსიის გამოსვლა თამაშს ახალ, მესამე კონტინეტს დაამატებს, სადაც სისხლმისმღვრელი ბრძოლები გაიმართება. PlanetSide 2 — ეს არის პირობით–უფასო თამაში, რომელიც მხოლოდ PC-ზე და მაკინტოშზე გამოვა. მწარმოებლები შემოსავალს დამატებითი რესურსების გაყიდვის შედეგად მიიღებენ.

თქვნეს წინაშეა, 2003 წელს გამოსული პროექტის, MMOFPS PlanetSide–ის პირდაპირი გაგრძელება: „უზარმაზარი ცვალებადი სამყარო“, „სხვადასხვა ტიპის სამხედრო დავალებები და როლები“, „შესაძლებლობების გაფართოებული ხე“ და უამრავი სხვა MMO–მარგალიტები. ბრძოლების წარმართვა შორეულ პლანეტაში მოგვიწევს, სისხლის უკანასკნელ წვეთამდე — მოწინააღმდეგეთა სრულ განადგურებამდე.
თამაშის თრეილერი:


Windows 8 იმაზე უკეთესია ვიდრე წარმოგიდგენიათ!

ოფიციალური Windows 8-ის გამოსვლამდე სულ რაღაც 2 კვირა დარჩა და განხილულ იქნა უამრავი ადამიანის მიერ, რომლებიც მას ახასიათებენ, როგორც რთულ და თავსატეხ ოპერაციულ სისტემას. რეალურად ეს ასე არ არის. იგი ნამდვილად საჭიროებს გარკვეულ დროს მისაჩვევად, შედეგად კი პერსონალური კომპიუტერის მომხმარებელთა უმეტესობა ძალიან ნასიამოვნები დარჩება.
იმ ადამიანთა უმეტესობა, რომლებიც ახალ ოპერაციულ სისტემას ვერ ეგუებიან, ამბობენ, რომ Microsoft-მა სასურველზე ღრმად შეტოპა და ფოკუსირებას აკეთებენ დესკტოპსა და პლანშეტური/სენსორული ვერსიის ჰიბრიდზე. ისინი მომხმარებლებს კითხვით მიმართავენ, თუ როგორ აპირებენ შეელიონ ტრადიციულ სტარტ მენიუს, ან როგორ გაარკვევენ მეტრო აპლიკაციებს შორის გადართვას, როგორ იპოვიან უკანა გზას ნაცნობ დესკტოპ ვერსიაზე, როდესაც Start მენიუს გახსნიან? განა როგორ შეეძლო კომპანია Microsoft-ს გამოეშვა ოპერაციული სისტემა, რომელშიც ამდენი შემეცნებითი სიმძიმეა მომხმარებელთა უმეტესობისთვის?
დიახ, Windows 8 უამრავ ახალ კონცეფციას წარმოგვიდგენს, მათ შორის მეტრო სტილის საწყის მენიუს, თუმცა უმეტესწილად თქვენ თავისუფლად შეგიძლიათ გამოიყენოთ იგი როგორც Windows 7 და იფიქროთ რომ ეს არის ახალი Service Pack ვერსია.
ძველი ნაცნობი დესკტოპი ადგილზეა და არანაირ პრობლემას არ ქმნის მასზე მუშაობა. შეგიძლიათ მოახდინოთ მეტრო/Windows 8  სტილის ინტერფეისის იგნორირება 99%-ის შემთხვევაში იმუშაოთ ძველ სტანდარტულ და ყველასთვის ნაცნობ დესკტოპ ვერსიაში, ხოლო მასთან შეხება მხოლოდ მაშინ მოგიწიოთ, როდესაც რთავთ კომპიუტერს. თქვენ ასევე შეგიძლიათ დესკტოპ ვერსიაზე გაუშვათ ნებისმიერი აპლიკაცია თვით Metro სტილის მენიუდან მხოლოდ ერთი კლიკით.

Microsoft-ის თანადამაარსებელი Paul Allen Windows 8-ს მოისხენიებს როგორც ერთდროულად ელეგანტურსა და თავსატეხს. ერთი შეხედვით ეს დახასიათება ნამდვილად შეეფერება მას. ისევე როგორც Paul Allen-მა გააკეთა ოპერაციული სისტემის ვრცელი და დეტალური მიმოხილვა თავის ბლოგზე (რომლის თარგმანიც შეგიძლიათ იხილოთ აქ) Microsoft-მაც წარმოგვიდგინა ვიდეო, თუ როგორ მუშაობს ყველაფერი ჩართვის პირველივე წუთიდან.
დიახ, Windows 8 ნამდვილად წარმოადგენს დესკტოპ და ტაბლეტ ვერსიის ოპერაციული სისტემის ჰიბრიდულ ვარიანტს, სადაც შეგიძლიათ დააიგნოროთ ახალი მეტრო სტილი, მასთან მუშაობა ნამდვილად არ შეგძენთ ცუდ გამოცდილებას. მართალია ახალი მეტრო ინტერფეისი ცოტა ზედმეტი ჩანს დესკტოპ ვერსიაზე, მაგრამ ჩამონტაჟებულია იმისთვის რომ მოხდეს თქვენი მასთან მიჩვევა, რაც შთაგონებულია Microsoft-ის პერსონალური კომპიუტერისა და პლანშეტური თუ მობილური მოწყობილობების  მომხმარებელთა გაერთიანებისთვის.
კომპანია Microsoft Windows 8-ს ხედავს, როგორც გზას იმ მომავალში, სადაც სენსორული ლეპტოპები და დესკტოპ კომპიუტერები იქნება ძირითადი წარმმართველი ძალა და სწორედ ამ შთაგონების ზეგავლენით გადაწყვიტა, შეერწყა სენსორული ინტერფეისი და ტრადიციული დესკტოპ ვერსია ერთ ოპერაციულ სისტემაში. მიუხედავად იმისა, რომ შეეძლო გაეკეთებინა “სიკეთე” დესკტოპ მომხმარებლებისთვის, დაებრუნებინა ძველი საწყისი მენიუ და არ გაეხადა ისინი იძულებული შეესწავლათ ახალი ოპერაციული სისტემის ცხელი წერტილები, თუმცა სამუშაო დღის ბოლოს, ყველაფერი, რაც დასაწყისში პრობლემური გვეჩვენება ნამდვილად არ წარმოადგენს რეალურ პრობლემას (გარდა ამისა, არსებობს სხვა კომპანიების მიერ გამოშვებული უამრავი პროგრამული ხელსაწყო, რომლის დაინსტალირებით შეგიძლიათ დააბრუნოთ ძველი საწყისი მენიუ და თავი აარიდოთ ახალ მეტრო სტილის ინტერფეისს). და მაინც კომპანიის მიერ დაგეგმილი Windows 8 მარკეტინგი, რომელიც ჭორების თანახმად 1.5 მილიარდი დოლარი ჯდება, სწორედ იმაზეა გათვლილი, რომ მოხდეს მომხმარებელთა ყოველმხრივი დახმარება და ცოდნის გაზიარება, თუ როგორ გამოიყენონ ახალი ოპერაციული სისტემა სრულყოფილად.

ახალმა ოპერაციულმა სისტემამ შესაძლოა არ მიიღოს საუკეთესოს აღიარება Microsoft-ის ისტორიაში, თუმცა პოსტის ავტორი ამბობს რომ ბოლო თვის განმავლობაში თითქმის ყოველდღიურად იყენებდა მას და ნამდვილად არ გააჩნია სურვილი გადაერთოს ძველ Windows 7-ზე. იგივეს დავამატებდი მეც, მიუხედავად იმისა, რომ ჩემი ამ ოპერაციულ სისტემასთან მუშაობის გამოცდილება მხოლოდ რამდენიმე დღეს შეადგენს, Mac OS X-თან ახლოს დავაყენებდი და ნამდვილად ათი თავით მირჩევნია ძველ Windows 7-ს. მისი ჩატვირთვის პროცესი გაცილებით სწრაფია, ბევრად უფრო ნარნარად მუშაობს, დაცულია და გაცილებით სტაბილური. ისევე როგორც OS X -ს გააჩნია მცირე განახლებები, Microsoft-მაც დახვეწა დესკტოპ ინტერფეისი და შექმნა რამდენიმე პროგრამული პროცესი რომელიც სწრაფად და დახვეწილად მუშაობს. (განსაკუთრებით ისეთები, რომლებიც ფაილებთან ურთიერთქმედებას ეხება) . თქვენ ვერ შეძლებთ ბოლომდე გააქროთ არასასრუველი მეტრო ინტერფეისი, თუმცა ის “არასდროს გაგედებათ ფეხებში” მუშაობის დროს.
ცუდად არ გამიგოთ, ეს არ არის სისტემა, რომელიც აუცილებლად უნდა განაახლოთ. თუკი კმაყოფილი ხართ Windows 7-ით, ნამდვილად არ გჭირდებათ Windows 8. რაც შეეხება უშუალოდ ახალ ოპერაციულ სისტემას, კი თავიდან შესაძლოა დაგაბნიოთ, თუმცა თუკი გარკვეულ პერიოდს დაჰყოფთ მასთან მუშაობაში და “მისცემთ შანსს” ნამდვილად არ გაგიცრუებთ იმედებს და უბრალოდ აღარ მოგინდებათ ძველ Windows 7 ოპერაციულ სისტემაზე დაბრუნება.


სათამაშო კონსოლები – Microsoft Xbox – VS – Sony Playstation 3


მიმოხილვაში საუბარი იქნება სათამაშო კონსოლებს –  Microsoft Xbox Slim-სა და Sony Playstation 3 Slim-ს შორის არსებულ ძირითად სხვაობებზე, ხოლო სანამ უშუალოდ მათზე გადავიდოდეთ, მიმოვიხილოთ გეიმინგ ინდუსტრიის განვითარების ისტორია და მცირედით შევეხოთ ჩვენთვის საყვარელ გეიმინგ კონსოლებსა თუ თამაშებს, რომლებმაც დაიმკვიდრეს და შეგვაყვარეს თავი მსოფლიოს მასშტაბით! ყველაფერი ასე დაიწყო:
1970 წელს პიონერმა თამაშმა Pong-მა საკმაოდ დიდი ყურადღება მიიქცია და მაშინვე ყველასთვის ცხადი გახდა თუ რამხელა მომავალი ჰქონდა გეიმინგ ინდუსტრიას.




1981-1990 წლებში ბაზარი დაიპყრო ისეთმა თამაშებმა, როგორიცაა Mario და Duck Hunt Nintendo-ზე. მას შემდეგ, ვიდეო თამაშები და ასევე ადამიანები, რომლებიც მათ თამაშობდნენ, ნელნელა ყალიბდებოდა და ვითარდებოდა.

Mario 1981-1985 წლები


თავდაპირველად ნინტენდომ გამოუშვა თავისი პირველი სათამაშო კონსოლი, რომლის დანიშნულება ძირითადად ბავშვების გართობა იყო, შემდეგ მას გამოუჩნდა მეტოქე Sega Genesis-ის სახით, რომელიც გამოვიდა ჩრდილო ამერიკაში და განავითარა თამაში Sonic, როგორც მარიოს შემცვლელი.

                                            ნინტენდოს პირველი სათამაშო კონსოლი:


                                                      
                                                           Sega -ს სათამაშო კონსოლი

                                                                               
                                                                              თამაში Sonic

მათ უკვე მალე შეემატა ჩვენთვის ცნობილი Sony Playstation და Microsoft Xbox და უკვე ყველა ასაკის ადამიანი მიიზიდა ისეთმა თემატურმა თამაშებმა, როგორიც არის Grand Theft Auto, Modern Warfare და Halo.



ბოლო რამდენიმე წელია უფრო მეტი და მეტი ადამიანი თამაშობს ვიდეო თამაშებს, და გრაფიკის, ტექნოლოგიისა და თემატიკის განვითარებასთან ერთად ისინი ნელნელა იკავებენ ისეთ ადგილს ჩვენს ცხოვრებაში, რომელსაც ვერასოდეს წარმოვიდგენდით!
სტატისტიკას თუ გადავხედავთ, გაყიდვებში განსხვავებული მდგომარეობაა ადგილმდებარეობის მიხედვით, კერძოდ, იაპონიასა და ევროპაში ჭარბობს PS3 (PS3 – 27 მლნ, Xbox – 15 მლნ), ხოლო ამერიკის შეერთებულ შტატებში Xbox (Xbox18.6 მლნ PS3 – 12მლნ)
ახლანდელი თაობის სათამაშო კონსოლები უკვე 5 წელზე მეტია არსებობს და კიდევ გარკვეული დროის განმავლობაში იქნება პოპულარული. Nintendo Wii -ს თავისი ადგილი აქვს კონსოლებში, რაც შეეხება Microsoft Xbox-სა და Sony Playstation 3-ს, მათ თანამედროვე გეიმინგში ლიდერის პოზიცია უკავიათ. ძნელია გამოვყოთ ამ ორ კონსოლს შორის რომელი ჯობია, რომელი ვურჩიოთ მომხმარებელს, ორივე მათგანს აქვს თავისი დადებითი და უარყოფითი მხარეები, რომელთაც ნაბიჯ-ნაბიჯ განვიხილავთ და გადაწყვეტილების მიღებას უკვე თქვენ მოგანდობთ:
1. პირველ რიგში დავიწყოთ მონაცემებით:
Microsoft Xbox 360 Slim:
  • პროცესორი 3.2 GHz (3 ბირთვი)
  • ვიდეო დაფა 512 MB ATI Radeon (9.6 მლრდ ვექტორული ოპერაცია წმ-ში)
  • ოპერატიული მეხსიერება 512 MB GDDR (3700 MHz)
  • DVD ROM
  • Wi-Fi (ინტეგრირებული)
  • Xbox 360 4 GB (ინტეგრირებული მეხსიერება, რომელიც საკმარისია ე.წ Save-ებისთვის)
  • Xbox 360 250GB ( დამატებითი 250GB მყარი დისკი)




Sony Playstation 3 Slim:
  • პროცესორი 3.2 MHz Cell (8 ბირთვი)
  • ვიდეო დაფა 256 MB, 550MHz Nvidia & SCEI
  • ოპერატიული მეხსიერება 256 MB XDR DRAM
  • Blu-Ray Disk
  • Wi-Fi (ინტეგრირებული)
  • HDD 160/320 GB
  • PS3 VS XBOX 360 ? PS3 







ახალი Sony Playstation 3 Super Slim – განხილვა


მას შემდეგ რაც 2006 წელს გამოვიდა პირველი Playstation 3, დაახლოებით 400-მდე მცირე თუ დიდი ცვლილება განხორციელდა, რაც გამოიხატა: მეხსიერების სხვადასხვა ვარიაციებში და ზომების ცვლილებაში, დიზაინსა და ფასში. უახლესი მოდელი Playstation 3 SuperSlim-იც იგივე პრინციპით განახლდა. არსებობს მისი ორი ვარიანტი: 250GB მოდელი, რომელიც შეფასებულია 270$-ად და 500 GB მოდელი, შეფასებული 300$-ად. ერთი კვირა გავიდა მას შემდეგ, რაც 250GB-იანი მოდელი ხელმისაწვდომია, შესაბამისად გაიტესტა, დაიშალა და დაექვემდებარა ყოველგვარ განხილვას. მოდით ნაბიჯნაბიჯ გავიაროთ ახალი მოდელის დადებითი თუ უარყოფითი მხარეები.
Hardware

ახალი მოდელი, რომელიც იწონის სულ რაღაც 2 კილოგრამს ამართლებს მისთვის მინიჭებულ სახელს – ულტრათხელი. იგი სულ რაღაც 1.3 კგ-ით მსუბუქია წინამორბედ და 3 კილოგრამით მსუბუქი პირველი PS3 მონსტრზე. სამწუხაროა, რომ სუფთა გლუვი ზედაპირი შეიცვალა პრიალა ზედაპირით, რომელიც კარგად ნაცნობია PSP, PSVITA  და პირველი თაობის PS3 -ის მომხმარებელთათვის და მარტივად იმჩნევს თითის ანაბეჭდებს. პრიალა ზედაპირი ერთი შეხედვით შესამჩნევი არაა, რადგან ჰარდის ძირითადი ცვლილება შეეხო დისკის მოსათავსებელ ბუდეს: მოხდა სლაიდერი ბუდის მარცხნივ გადაწევა და ღია ჩასადების ჩამონტაჟება, რომელიც ბუნებრივია ნაკლებ ადგილს იკავებს და ხელს უწყობს კონსოლის ზომის შემცირებას, თუმცა თავის მხრივ ვერ იცავს დისკის წამკითხველის დამტვერიანებას.

მიუხედავად სხვადასხვა ვიზუალური ცვლილებებისა, ახალი PS3 გარკვეულწილად შეუფერებელია სახლის გასართობი სხვა მოწყობილობების გვერდით დასადებად და საკმაოდ იაფფასიან და არასტაბულურ შეხედულებას ტოვებს, რითაც იგი აშკარად განსხვავდება მისი წინამორბედი ორი მოდელისაგან.
სიიაფისა და არასტაბილურობის შეხედულება ეხება ახალი კონსოლის მთლიან დიზაინს. მიუხედავად იმისა, რომ Sony-მ მოახერხა კონსოლის კონსოლის 20%-ით ზომაში, ხოლო 25%-ით წონაში შემცირება, წინა მოდელთან შედარებით რედიზაინში არანაირი გაუმჯობესება არ შეინიშნება. სიმსუბუქე მხოლოდ მომხმარებლის ყურადღებას უფრო მეტად სიიაფეზე  და ცუდი ხარისხით დამზადებაზე ამახვილებს. როდესაც კონსოლს ათავსებთ მყარ ზედაპირზე, მკაფიოდ ისმის ყრუ ჩხაკუნი – თხელი დისკის ჩასადები ბუდე, რომელიც გახსენებთ, რომ თქვენი ახალი, თითქმის 300$-ად ღირებული კონსოლი გამოიყურება როგორც 1970-იანი წლების ტექნიკის გადმონაშთი.
რაც შეეხება შიდა ნაწილს, უახლეს PS3-ს ისევ იგივე RSX გრაფიკა და პატარა 45ნმ Cell პროცესორი ამუშავებს. ერთადერთი განსხვავება, რაც ვნახეთ მისი დაშლის შედეგად, ეს არის უფრო მცირე ზომის Blu-Ray  დისკის წამკითხველი  (რომლის ბრუნვის სისწრაფე Blu-ray დისკებზე არის ისევ 2x, DVD დისკებზე 8x, ხოლო CD დისკებზე 24x) და გადაადგილებული შიდა ნაწილები – რამაც შედეგად გამოიღო ზომისა და მოცულობის შემცირება. 250GB-იანი მყარი დისკის ამოღება ძალიან მარტივია, ამისთვის გჭირდებათ პატარა Philips-ის სახრახნისი, ხელები, თვითდაჯერებულობა და სულ რაღაც ორიოდე წუთი. ახალ კონსოლს, წინა თაობის PS3-ის მსგავსად გააჩნია Ethernet, HDMI, Optical out, RCA პორტები და AC Adapter-ის შესაერთებელი. სამწუხაროდ, აქაც გაგრძელდა ძველი ტრადიცია და კომპლექტში არაა მოყოლებული მაღალი გაფართოების HDMI კაბელი. ყუთში მხოლოდ RCA კაბელის ხილვის “ბედნიერება” გვაქვს.

ისევე, როგორც წინა მოდელი, ახალ ულტრათხელ PS3-იც არ არის უკუთავსებადი Playstation 2-თან, ანუ სახეზეა იმ მახასიათებელის არარსებობა, რომელზეც ჯერ კიდევ PS3 რედიზაინის დროს მტკივნეულად განვიცადეთ, არადა ფაქტია, მომხმარებელს ნამდვილად ურჩევნია, რომ შეეძლოს ძველი, PS2 თამაშების ახალ კონსოლზე თამაში, ვიდრე ამ თამაშების HD გამოშვების დისკების თავიდან შეძენა  Blu-Ray ხარისხზე.
ორი USB ბუდე კვლავაც წინა პანელზეა მოთავსებული, ხოლო პირველ მოდელზე არსებული SD ბარათის წამკითხველი ისევ წარსულში დარჩა. ახალი ულტრათხელი PS3 ასევე არ გვაძლევს ლინუქსის ოპერაციული სისტემის დაინსტალირებას დამატებით ოპერაციულ სისტემად, ვაღიარებ ეს მეთოდი არ არის ფართოდ გამოყენებადი, თუმცა კიდევ ერთი მაგალითის მაჩვენებელია, რამდენად მკვეთრად განსხვავდება ახალი ულტრათხელი PS3 ორიგინალი PS3 მოდელისაგან.

განსხვავებები
სათამაშო კონსოლში ნაცნობი ზუზუნი ჯერ კიდევ ორიგინალი Xbox 360 -ისა და პირველი თაობის PS3 -იდან მოყოლებული ძნელად მოსაცილებელი ტკივილი იყო. ამ მხრივ წინსვლა გვაქვს, რადგან ახალმა მოდელმა მოახერხა და ამ ხმაურიანობის თითქმის ანულირება მოახდინა. ეჭვგარეშეა, რომ ეს არის ყველაზე უხმო გეიმინგ კონსოლი რაც კი აქამდე გვინახავს, რაც გამომდინარეობს მისი შიგთავსის განლაგების ცვლილებიდან. ახალ კონსოლში ჰაერი ხომ მთლიან მოწყობილობაში ტრიალებს და გაედინება ყველა მხრიდან. მთლიანი ჰორიზონტალური ნაწილის ნახევარი არის დათმობილი ფანისთვის, ხოლო ქვედა ნაწილი არის დატვირთული ღია კონსტრუქციებით, რაც შიგთავსს უამრავ სასუნთქ ადგილს უთმობს.

ღილაკების განლაგება სრულიად შეცვლილია, და წინა მოდელების სენსორული და დასაკლიკებელი ღილაკების ნაცვლად ჩადგმულია მთლიანი გრძელი პლასმასის პანელი, რომელზეც შეგიძლიათ ორივე ბოლოში დააკლიკოთ (მარცხნივ დისკის ბუდის გასაღებად, ხოლო მარჯვნივ კონსოლის ჩასართავად). სამწუხაროდ, ისევე როგორც დისკის ბუდეს, ახალი სტილის ღილაკებსაც საკმაოდ იაფფასიანი  და უბრალო პროდუქტის შეხედულება აქვს.






FIFA 2013





FIFA 13–ის სათამაშო მექანიზმის შესახებ კიდევ რამდენიმე დეტალი გახდა ცნობილი. თამაშს დაემატება რთული ხელოვნური ინტელექტი: Attacking Intelligence–ის სისტემის საშუალებით მოთამაშეები შეძლებენ მთლიანი სტადიონის გაანალიზებას და ცვლილებებზე რეალურად რეაგირებას. კიდევ ერთი ღირსშესანიშნაობა სისტემა Complete Dribbling გახლავთ, რაც ფეხბურთელს ბურთზე სრული კონტროლის მოპოვების და მიმართულების ადვილად შეცვლის შესაძლებლობას უზრუნველყოფს, ასევე გათვალისწინებულია უამრავი ცრუ მოძრაობები. ფიზიკის დამუშავებაზე Player Impact Engine–ის ახალი პროგრამული ბირთვი აგებს პასუხს. პროექტი მიმდინარე წლის შემოდგომაზე გამოვა; პლატფორმების სია: PC, PlayStation 3, Xbox 360 და Wii.

Yakuza 5 მომხმარებელს ხუთი პერსონაჟით თამაშის საშუალებას მისცემს. ძირითადი სიუჟეტური მისიების გავლა მთავარ გმირს, კაძუმუ კირუს მოუწევს. ამასთან, მოთამაშეები გაეცნობიან მკვლელ ტაიგა საეძუმს, ბიზნესმენ სიუნა აკიამას, ტაცუო სინედს და ჰარუკა სავამურუს, რომელიც კაძუმას ქალიშვილი გახლავთ. პროცესში თვალს გადავავლებთ თითოეული პერსონაჟის ცხოვრებას. თამაშში მოვლენები ოთხ იაპონურ ქალაქში ვითარდება: საპორო, ნაგოი, ოსაკა და ფუკუოკო. პროექტის რელიზის ზუსტი თარიღი ჯერჯერობით უცნობია; პლატფორმა  — PlayStation 3.

Origin


გამომცემლობა Electronic Arts–მა მომხმარებელთა მიერ დაფინანსებული და Kickstarter–ის სერვისში დარეგისტრირებული პროექტების მხარდაჭერის შესახებ განაცხადა. კომპანიამ Origin–ის ციფრული დისტრიბუციის საშუალებით თამაშების გავრცელების კონცეფცია წარადგინა: რელიზიდან პირველი 90 დღის განმავლობაში მწარმოებლები სრულიად განთავისუფლდებიან საპროცენტო გადასახადებისგან. შედეგად, ავტორები შეძლებენ საკუთარი ფინანსური შემოსავლის გაზრდას, ამასთან გაიზრდება Origin–ის პოპულარობაც. შეგახსენებთ, რომ Kickstarter–ის საშუალებით დაფინანსდა ისეთი პროექტები, როგორებიც გახლავთ Double Fine Adventure, Wasteland 2, Leisure Suit Larry, Republique და მრავალი სხვა.
The Walking Dead: Episode One — A New Day–ის გაყიდვების მოცულობამ 1 მლნ. ასლს გადააჭარბა. ამ შედეგის დაფიქსირებას სულ რაღაც ორი კვირა დასჭირდა. სტუდია Telltale Games ამაყობს ამ მიღწევით და პროექტის ფარგლებში კიდევ ოთხი ეპიზოდის გამოსვლას გეგმავს. თამაშის მეორე ნაწილი (მხოლოდ ციფრული ვერსია), PC–ზე, Mac–ზე, PlayStation 3–ზე და Xbox 360–ზე, ივნისში გამოვიდა. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ The Walking Dead პოპულარული კომიქსის, „მოსიარულე მკვდრების“ საფუძველზე შეიქმნა, რომლის ავტორი ამერიკელი მწერალი, რობერტ კირკმანი (Robert Kirkman) გახლავთ.

თამაშების ინდუსტრიის ყოველკვირეული მიმოხილვა

გამომცემლობა THQ–მ პროექტ inSANE–ის გაუქმების შესახებ გავრცელებული ჭორი უარყო; The Walking Dead: Episode One — A New Day–ის გაყიდვების მოცულობამ 1 მლნ. ასლს გადააჭარბა; FIFA 13–ს რთული ხელოვნური ინტელექტი დაემატება; Yakuza 5 მომხმარებელს ხუთი პერსონაჟით თამაშის საშუალებას მისცემს; Ninja Theory–ის თანამშრომლებმა DmC: Devil May Cry–ს შესახებ რამდენიმე ახალი დეტალი გვამცნეს; კომპანია CCP Online–მა ფანტასტიკური შუთერის, Dust 514–ის დახურულ ბეტა–ტესტირებაში მონაწილეობის მიღების მსურველთათვის პირდაპირი ბმული გახსნა; Sony Online Entertainment პირობით–უფასო ქსელურ შუთერზე მუშაობს, — მიმდინარე კვირას დაფიქსირებული, ეს და სხვა საინტერესო მოვლენები, თამაშების ინდუსტრიიდან, იკითხეთ ჩვენს ყოველკვირეულ მიმოხილვაში.
როგორც იქნა, მზის შუქი იხილა პროექტმა, რომელსაც ყველანი ასე მოითმენლად ველოდით — Max Payne 3 — და რა თქმა უნდა მაშინვე ბრიტანული ჩარტის ლიდერი გახდა. პროექტმა საკმაოდ მაღალი შეფასება, 10–დან 9 ბალი მიიღო.
კიდევ ერთი სიახლე, როლური თამაში, Diablo III ბესტსელერების დავაში რიგით მეორე ადგილს დასჯერდა. კომპანია Blizzard აცხადებს, რომ მთელი მსოფლიოს მასშტაბით თამაშის ტირაჟმა 6,3 მლნ. ეგზემპლარს გადააჭარბა. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ 3,5 მლნ. ასლი პირველი ოცდაოთხი საათის განმავლობაში გაიყიდა.
მესამე ადგილი საფეხბურთო სიმულატორს, FIFA Street–ს ხვდა წილად.
საუკეთესო ათეული ასე გამოიყურება:
  1. Max Payne 3
  2. Diablo III
  3. FIFA Street
  4. Sniper Elite V2
  5. FIFA 12
  6. Prototype 2
  7. Call of Duty: Modern Warfare 3
  8. Battlefield 3
  9. Assassin’s Creed: Revelations
  10. Mario and Sonic at the London Olympics