воскресенье, 3 марта 2013 г.

უკანასკნელი ინფორმაციით PS4-ზე შეძლებთ “მეორადი” თამაშების გამოყენებას.













ახალი სათამაშო კონსოლის გამოსვლამდე ერთ-ერთ პრობლემატურ და ვრცელ თემად იქცა ის საკითხი, იმუშავებდა თუ არა Sony Playstation 4 ე.წ “მეორად” თამაშებზე. ხსენებული საკითხის გასარკვევად ტექნიკურმა ბლოგებმა მიმართეს ინტერვიუერ Shuhei Yoshida-ს, რომელმაც განაცხადა, რომ PS4-ზე მომხმარებლებს შეეძლებათ მეორადი თამაშების გამოყენება, თუმცა მან დაამატა, რომ ხსენებულის შესახებ სისტემურ სერვისებს მეტი ინფორმაციის მიწოდების ვალდებულება აქვთ.

დაახლოებით მსგავსი პასუხი ჰქონდა Sony-ს Eurogamer-თან ინტერვიიუში, როდესაც განაცხადა: “დიახ, მეორადი, გამოყენებული თამაშების PS4-ზე გაშვებას შეძლებთ.” მართალია არ ყოფილა საუბარი ლიცენზიის თავიდან შეძენაზე ან მსგავს საკითხებზე, საბოლოო ჯამში, ბევრი პასუხგაუცემელი კითხვა არსებობს, და ამ ეტაპზე მხოლოდ ის ვიცით, რომ “მეორადი თამაშები გაეშვება PS4-ზე”.

რასაკვირველია, ამ ეტაპზე ყველა არსებული თაობის გეიმინგ კონსოლებს გააჩნია მეორადი თამაშების მხარდაჭერა, თუმცა არსებობს უამრავი ჭორი იმის შესახებ, რომ არსებული მიდგომა შეიცვლება, და თითოეული შეძენილი თამაში ერთ კონკრეტულ კონსოლზე იქნება მიბმული. Yochida-მ დაადასტურა, რომ თამაშები ხელმისაწვდომი იქნება, როგორც ფიზიკურ Blu-Ray დისკებზე, ასევე ციფრულ მდგომარეობაში, ინტერნეტით შესაძენად.


пятница, 1 марта 2013 г.

ქსელში გამოჩნდა Assassin's Creed IV: Black Flag-ის გარეკანი.















ქსელში გამოჩნდა Assassin's Creed IV: Black Flag-ის გარეკანი. Assassin's Creed IV: Black Flag გარეკანი როგორც ცნობილია გამოჩნდა პირდაპირ Ubisoft-ის ოფიციალურ ფორუმზე. 

27 თებერვალს გაჩნდა ინფო იმის შესახებ, რომ დაიდებოდა ახლი ნაწილის ოფიციალური გარეკანი, სადაც გამოსახულია ახლი გმირი რომელიც გარშემორტყმულია მკვდარი პირატებით. როგორც ცნობილია თმაშში წარადგენენ ედუარდ კენუის კონორის ბაბუას. 

როგორც ცნობილია ახალი ნაწილში მოქმედება მოხდება 1715 წელს კარიბის ზღვაში და გმირი აღმოჩნდება კუბაზე, ბაჰამის კუნზულებზე, იამაიკაზე. თამაში გამოვა როგორც Xbox 360-ზე ასევე მომდევნო თაობის კონსოლებზე.


четверг, 28 февраля 2013 г.

Resident Evil 5 (ნაწილი 1)

The Walking Dead: Survival Instinct-ის PC ვერსიის შექმნა გააჩერეს



თამაშის The Walking Dead: Survival Instinct-ის PC ვერსიის შექმნა გაჩერდა, როგორც ცნობილია თამაშების დისტრიბუტორმა კომპანიამ დააზუსტა, რომ შემქმნელმა შეაჩერა თამაშის PC ვერსიის წარმოება. 

"Activision-მა განაცხადა, რომ თამაშის The Walking Dead: Survival Instinct-ის PC ვერსიის შექმნა გაჩერდა. თამაში გამოვა PlayStation 3-ზე, Xbox 360-ზე და Wii U-ზე". - განაცხადა I.G.E. Group-ის წარმომადგენელმა. 

შეგახსენებთ თამაში უნდა გამოვიდეს 2013 წლის 22 მარტს PlayStation 3-ზე, Xbox 360-ზე და Wii U-ზე.


THQ ამზადებს ახალ აუქციონს, რომ გაყიდოს დარჩენილი თამაშები.















THQ ამზადებს ახალ აუქციონს სადაც გაიყიდება კომპანიის დარჩენილი თამაშები, გასაყიდი თამაშები იქნება Darksiders, Red Faction, Homeworld, MX, Big Beach Sports და Destroy All Humans!.

1 აპრილიდან ისინი უკვე ელიან თამაშებზე საწყის ფასებს. ასევე ზემოთ ჩამოთვლილ თამაშებს შეუერთდება თამაშები Marvel Super Hero და Worms. აუქციონი მთავრდება 15 აპრილს.

პირველ აუქციონზე გაიყიდა შემდეგი თამაშები Homefront, South Park და სხვები. მეორე აუქციონზე ელიან, რომ კომპანიამ გაყიდოს დარჩენილი თამაშები, რომ დაფაროს სრულად ვალები.

воскресенье, 24 февраля 2013 г.

The Witcher 3: Wild Hunt დაანონსდა PS4-სთვის.












CD Projekt Red-მა დაანონსა ახლად დაანონსებული The Witcher 3: Wild Hunt-ი PS4-სთვის.

"გუშინდელი PS4-ის რელიზის შემდეგ, ჩვენ გადავწყვიტეთ გავაკეთოთ თამაში ახლი თაობის კონსოლისთვისაც". განაცხადა ადამ ბადოვსკიმ - CD Projekt Red-ის უფროსმა. "ახალი კონსოლი გვაძლევს ჩვენ სტიმულს, რომ გავაკეთოთ ეს თამაში ახალი კონსოლისთვის. ჩვენ დავიწყეთ მუშაობა ახალი კონსოლისთვის თამაშზე და იმედია ჩვენ ძრავა REDengine 3 გაამართლებს ახალი კონსოლზე".

შეგახსენებთ თამაში გამოვა 2014 წელს Xbox 720-ზე, PS4-ზე და PC-ზე.

четверг, 21 февраля 2013 г.

ჭორები: Eidos-ი ამზადებს Thief 4-ის დაანონსებას უახლოეს თვეებში












ინტერნეტში გაჩნდა ჭორები იმის თაობაზე, რომ Eidos Studios Montreal-ი აპირებს ახალი თამაშის დაანონსებას. როგორც ცნობილია კომპანიის ერთ-ერთმა თანამშრომელმა დაწერა თავის რეზიუმეში იმაზე, რომ კომპანია აპირებს ახალი თამაშის დაანონსებას მალე.

ბევრმა ფანმა მაშინვე დააკავშირა ეს ამბავი Thief 4-ს. სამომხმარებლო ინტერფეისის პროგრამისტმა ალექსანდრე რიჩერმა განაცხადა, რომ კომპანია წარუდგენს მსოფლიოს კიდევ ერთ თამაშს.

2012 წლის ივნისში გაჩნდა სწორედ ამ თამაშის ვიდეო, როგორც შემნელმა ჯგუფმა განაცხადა თამაში იქნება Deus Ex: Human Revolution-ის მსგავსი გეიმფლეით. ჯერ-ჯერობით კომპანია არ ჩქარობს თამაშის დაანონსებას, მაგრამ როგორც ჭორების მიხედვითაა ცნობილი თამაში უნდა გამოვიდეს 2014 წელს PC-ზე და ახალი თაობის კონსოლებზე.

воскресенье, 17 февраля 2013 г.

Grand Theft Auto V












GRAND THEFT AUTO -მანქანების დიდებული ქურდობა- ასე ქვია ROCKSTAR GAMES თამაშს რომლის გამოცემაც 1997 წელს დაიწყო ხოლო დღევანდელ დღემდე 2013 წლის ზამთრამდე გამოცემულია თამაშის 9 (ნაწილი) სერია. ROCKSTAR NORTH_ი მიერ წარმოდგენილი ცხრავე ნაწილი უდდიესი პოპულარობით სარგებლობს მოთამაშეთა საზოგადოებაში. ყველაზე ცნობილი ნაწილების GTA vice city_ის GTA sanandreas_ის და GTA 4 _ის შემდეგ გამოდის ახალი ნაწილი GRAND THEFT AUTO 5 რომელსაც კრიტიკოსები დიდ წარმატებას უწინასწარმეტყველებენ მითუმეტეს, რომ GTA 4 მა 2008 წელს დაამყარა რეკორდი ვიდეო თამაშების გაყიდვის ისტორიაში პირველ კვირას დაახლოებით 6 მილიონი ასლი გაიყიდა და 500 მილიონ აშშ დოლარზე მეტი მოგება გამოიმუშავა.


რა შეგიძლიათ GTA 5 ში
GTA 5 ში თქვენ შეგეძლებათ მართოთ 3 პერსონაჟი. თამაშის ისტორიაც ამ სამი პერსონაჯის ირგვლივ იქნება განვითარებული. თამაშის სამი პერსონაჟიდან პირველი არის მაიკლი მეორე ტრევორი და მესამე ფრანკლინი, სამივე პერსონაჟს ერთი რამ აერთიანებთ ეს კრიმინალია. 
1. პერსონაჟი მაიკლი პერსონაჟი რომელიც ქალაქ ლოს სანტოსში გადავიდა იმიტომ რომ აქ უბრალოდ ცხელა და კარგი ამინდია, მისი მიზანი იყო შეექმნა ოჯახი ყოლოდა შვილი და ისინი თბილ და გრილ ამინდში ერთად ივახშმებდნენ ხოლმე მაგრამ ყველაფერი სხვა გვარად დაეწყო, მაიკლის ცხოვრება ისე ვერ აეწყო როგორც მას სურდა ცხოვრებაში იგი ბერვჯერ გადაურჩა სიკვდილს და ახლა ყველაფერი "ფეხებზე კიდია"
2. პერსონაჟია ტრევორი ადამიანი რომელსაც სერიოზული პრობელმები აქვს ნერვებთან, იგი აკონტროლებს ნარკო ბიზნეს "წამალი ან მიედინება ტრევორის გზით ან არ მიედინება" ტრევორი ძალიან რთული ხასიათისაა.
3. მესამე პერსონაჟია ფრენკლინი თამაშის შავკანიანი გმირი, რომელიც შეიძლება ძველი grand theft auto ს პოპულარულ გმირს სიჯეის გაგონებდეთ მაგრამ ეს ასე არაა. ფრენკლინს ჰყავს ბევრი მანქანა. ასევე ძმა, რომელიც დაკავებულია უბანში სხვისი ფულის ჯიბეში ჩადებით და ნარკოტიკების გასაღებით, ასევე ფრენკლინს ჰყავს მეგoბარი გოგო რომელსაც არ აინტერესებს ის თუ რამდენი მანქანა ჰყავს მას, გოგოს უნდა მხოლოდ ფრენკლინის წესიერად ცხოვრება.
ტერიტორია
ვითარება მიმდინარეობს ქალაქ სანანდრეასში, დიახ სანადრეასში ეს ის ქალაქია რომელიც გახსოვთ ლეგენდარული GTA sanandreas იდან, თუმცა რუკის მოცულობა არ იქნება ისეთი დიდი ზომების როგორც ეს ზემოდხსენებულ gta sanandreas_ში იყო.



Diablo 3 - მიმოხილვა

დასახელება: DIABLO 3 
გამოშვების თარიღი: 15 მაისი 2013 
პლატფორმა: PC Mac 
ჟანრი: Action, Slasher, RPG 
მულტიფლეიერი: კი 
შემქნელი: Blizzard Entertainment 
გამომცემელი: Activision Blizzard 
ოფიციალური საიტი:http://eu.battle.net 






Diablo 3 გამოსვლამ ბევრი ააფორიაქა. პირველ დღეს 3.5 მილიონი კოპია გაიყიდა , კვირის განმავლობაში კი 6 მილიონს გადასცდა. ყველაზე წარამტებული PC პროექტი, მაგრამ რატომ ? რა არის მასში ისეთი რომ ასეთი ამბავი დაატრიალა ?
პასუხი მარტივია- არაფერი. განსაკუთრებული არაფერი არ გააჩნია Diablo 3-ს. ის არის უბრალოდ კარგად გამეორებული წინამორბედი, რომელიც 20 წლის წინ იხილა სამყარომ, მაგრამ ის თუ როგორ გამეორდა მართლაც აღსანიშნავია: ახალი ტექნოლოგიები, ახალი იდეები და უცვლელი Blizzard-ს პროფესიონალიზმი.



Blizzard-ს არმია


პირველ რიგში Diablo-ს პოპულარულობა იმით აიხსნება რომ მან ამდენი წლის განმავლობაში , საკმაოდ ბევრი ფანი შეიძინა, ათეულობით მილიონი ფანი, ფანი რომლებსაც სახში ყველაზე გამოსაჩენ ადგილზე ულაგიათ Diablo, Warcraft, Starcraft ს ყუთები. Diablo 3 გამოტოვება მათვის არ შეიძლებოდა, თანაც Blizzard ყველანაირად ცდილობდა მის რეკლამირებას, მაგალითად ყოველ ადამიანს ვინც World of Warcraft-ის წლიურ გადასახადს გადაიხდიდა საჩუქრად მიიღებდა გამოიცანით რას ? დიახ Diablo 3.
კიდევ ერთი მიზეზი-რამაც ბევრს გაუტეხა გული, მაგრამ რა ვქნათ, თამაშის დაცვის სისტემა, თამაში მოითხოვს უწყვეტ კავშირს Blizzard სერვერთან. საიდანაც არ უნდა გადაწეროთ ის მაინც ბოლომდე არ იმუშავებს, შეიძლება გაგიმართლოდ და ჩაირთოს მაგრამ აქეთ-იქეთ ხეტიალის მეტს ვერაფერს ვერ გააკეთებთ, არც მისიები , არც მობები, საერთოდ არაფერი. ამის გამო კომპანიის სერვერებმა ვერ გაუძლეს მოთამაშეების რაოდენობას და "შეცდომა 37" იქცა ახალ "დონთ სენთ" შეცდომად.


ყველაზე მთავარი მიზეზი თამაშის პოპულარობის, არის ის რომ თამაში კარგი გამოვიდა. რათქმაუნდა 2012 წლისთვის იდეამ თავი ამოწურა, მორალურად უკვე გავიარეთ ყველაფერი ამის მსგავსი, მაგრამ ხარისხიანმა , პროფესიონალურმა, საშინლად ლამაზმა და ძლიერ ჩამთრევმა Diablo 3 -მა თავისი ქნა . როგორი უცნაურიც არ უნდა იყოს , ამდენი წლის განმავლობაში არაფერი არ შეცვლილა, მონსტრების ტონობით ხოცვა დღესაც საინტერესოა, ამას დაუმატეთ კარგი გრაფიკა და ახალი ფიზიკა მიიღებთ ამ პროექტს. არის კიდევ ერთი აზრი მისი პოპულარობის შესახებ,ის ადამიანის ფენომენში იმალება, როგორ შეიძლება რამე ლამაზის არ აკრეფა და შენახვა ინვენტარში ? Blizzard-მა თავისი საქმე კარგად იცის. 
თამაში normal-ზე ანუ იმას რასაც პირველი დახურვისას გირთავთ , მარტივია, წაგება რთულია, ალბად ახლა ესეთი ტენდეციაა, მარტივი თამაშები უფრო მომხიბლავია ? მაგრამ მაქსიმალურ სიძნელეზე თამაში სულ სხვა ელფერს იძენს , ყოველი ბრძოლის წინ მოგიწევთ ქალაქში დაბრუნება და დამატებითი ფოთიონების(სიცოცხლის ბოთლები *) შეძენა. სხვათა შორის ქალაქები საკმაოდ ლამაზად არის აწყობილი, მაგრამ რისთვის თუ არანაირ საინტერესოს არ შემოგვთავაზებს.



თვითოეულ გმირს თავისი ისტორია გააჩნია , ეს ეხება დამატებით გმირებსაც, რომლებსაც თქვენ თან წაიყოლებთ ხოლმე თქვენს მოგზაურობებში. სიუჟეტი როგორც ყოველთვის იმის შესახებაა თუ როგორ მოინდომა ბოროტებამ სამყაროს დაპყრობა და გამოჩნდა გმირი. მიუხედავად ამისა არის საინტერესო მისიებიც მაგალითად იმის შესახებ თუ როგორ გაგიჟდა მეფე ლეორიკი , დაატერორა თავისივე სახელმწიფო და მოაჭრა თავის ცოლს თავი. თქვენ კი მოგიწევთ საშინლად ამაზრზენ მიწისქვეშეთში ბოდიალი, რათა გაანთვისუფლოდ მკვდართა სულები.


Blizzard მიხვდა რომ სიახლეების გარეშე არ შეიძლება პროდუქტის გამოშვება და შეცვალა რაღაც რაღაცეები. მაგ. თამაშში აღარ არის მანა, აწი თქვენს განკარგულებაში იქნება ენერგია, რომელიც ყველა გმირისთვის განსხვავებულია. დაემატა ასევე მულტი ფლეი, ახლა ყოველ წამს შესძლებთ მეგობართან ერთად რამე ბოსის, ან თუნდაც მთლიანი აქტის გასვლას. 
თამაში გვთავაზობს სულ 5 კლასს: ბარბაროსს, ბერს, ჯადოქარს, Sorcerer( სორკი) და დემონებზე მონადირეს. ყველასთვის გასვლა არის უნიკალური. თვითოეულ მათგანს თავისი ხასიათი და მოტივი გააჩნია, თავისებურად ხედავენ სამყაროს და რათქმაუნდა უნარებიც სხვადასხვა აქვთ. ბარბაროსი არის ერთადერთი კლასი რომელიც გადმოიღეს წინა ნაწილიდან, რომელიც ხალკის პრინციპით ხელმძღვანელობს, ბერი შაოლინის ილეთბს ფლობს და ასე შემდეგ.. 




რათქამაუნდა ფანებს მოეწონებათ: საყვარელი თამაში გახდა უფრო დიდი, უფრო ლამაზი, მაგრამ ჩეულებრივი ადამიანისთვის Titan Quest და Torchlight შემდეგ Diablo 3 ვერაფერს ახალს ვერ მისცემს, იმის და მიუხედავად რომ ორივე არის მისი კოპია. ერთი სიტყვით Diablo 3 არის შესანიშნავი თამაში, რომელშიც ყოველი დეკორაცია , ყოველი მოვლენა გადასარევად კარგად არის მოფიქრებული და რეალიზებული, ის ძველი გრძნობებიც კი თან სდევს მას, რომელიც ოდესღაც განიცადე მის წინამორბედში. მოგვწონს თუ არა , დღესღეობით მხოლოდ Blizzard-ს შეუძლია ერთი და იგივე თამაში გამოუშვას სამჯერ , ცოტა განაახლოს მაგრამ პრინციპი და მექანიკა დატოვოს იგივე. Diablo 3 ღირსეული გამგრძელებელია თავისი სერიის.




пятница, 15 февраля 2013 г.

Call of Duty: Black Ops 2

დასახელება: Call of Duty: Black Ops 2 
გამოშვების თარიღი: 13 ნოემბერი 2012 
პლატფორმა: PC, XBOX 360, PS3 
ჟანრი: Shooter 
მულტიფლეიერი: ინტერნეტი, ლოკალური ქსელი ( 32 მოთამაშებდე) 
შემქნელი: Treyarch 
გამომცემელი: Activision 
ოფიციალური საიტი

http://www.callofduty.com/blackops2 



ყველას ვისაც კი ოდესმე უთამაშია Call of Duty, ეცოდინება მისი პრობლემების შესახე, პრობლემები მთელი სერიის განმავლობაში არ შეცვლილა, ზოგი თამაშობს მხოლოდ იმიტომ რომ ნახოს ჰოლივუდური აფეთქებები, კარგი მულტუპლეიერი, მათ სულ არ აინტერესებთ ,რომ თამაშს არ გააჩნია ერთი კარგად აწყობილი სიუჟეტი, გეიმპლეი.
მაგრამ ამ ხალხმაც კი გაიგო რომ Modern Warfare 3 ვერ იძლეოდა შესაბამის შთაბეჭდილებას. პარიჟის განადგურების გარდა, თამაშს არ გააჩნდა სხვა დამამახსოვრებელი სცენა, მულტიპლეიერმაც კი დაკარგა თავისი მუღამი, ფორმალურად ყველაფერი რიგში იყო მაგრამ რაღაცა აკლდა.

Modern Warfare გამოსვლის შემდეგ , ერთადერთი თამაში რომელმაც ცოტაოდენი მაიც წაწია სერია წინ იყო Black Ops. ეს მან მიაღწია იმით რომ ჩადო თამაში ის რაც ყოველთვის აკლდა, რეალურად დამაჯერებეილი, გათვლილი, საინტერესო ისტორია, ცივი ომის საშინელებების შესახებ.
Call of Duty პირველად ამდენი წლის შემდეგ შემოგვთავაზა არა უბრალოდ ლამაზი, არამედ ღრმა სიუჟეტი , მისი რამოდენიმე პერსონაჟი გამახსოვრდებოდა კიდევაც. Black Ops 2 მა უბრალოდ კი არ გააგრძელა წინამორბედის სქმე, არამედ აიყვანა ის შემდეგ ეტაპზე.


როდესაც რაულ მენედესი იყო ჯერ კიდევ პატარა ბავშვი, მისი სამშობლო ნიკარაგუა მოიცვა რევოლუციამ, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს ამერიკის სპეც დანაყოფებმა. მას მოჰყვა ძლიერი მიწისძვრა. ის ხედავდა თუ როგორ იტანჯებოდა მისი ერი. ხედავდა თუ რამდენი ასეული ადამიანი ცოცხლად დაიმარხა ნანგრევებში. ხედავდა თუ როგორ დაკარგა მისმა ოჯახმა ყველაფერი , მთელი ქონება, სახლის ჩათვლით.
რაული მამასთან ერთად იწყებს ნარკოტიკით ვაჭრობას, სულ მალე მათი ვაჭრობა მთელ ქვეყანას მოიცავს, რაული ძალაუფლებას შეიძენს. ეს ყველაფერი ამერიკელებს არ მოეწონათ. წლების განმავლობაში ატარებდნენ ისი სხვადასხვა ოპერაციებს , დაკავება, დაკითვა მაგრამ რაულის გამოჭერა ვერ მოახერხეს. ის კი სულ უფრო და უფრო ვერ იტანდა ამერიკას.
წლების შემდეგ იგი ნარკობარონიდან ახალ მესსიად გადაიქცა , ახალი იდეოლოგია ჩამოაყალიბა და სოციალურ მოძრაობას სახელად Cordis Die ჩაუდგა სათავეში. მას გადაწყვეტილი აქ რომ კაპიტალისტური ქვეყნები უნდა განადგურდნენ. თავის გამოსვლებში მენენდესი ციტირებას უკეთებს ეინშტეინს და ხალხს მათი დამჩაგვრელის წინააღმდექ მოუწოდებს. მილიონობით თანამოაზრე უყურებს YouTube როლიკს და მის გვერდით დგომას პირდება, ისინი ვერ ხვდებიან რომ მათი ლიდერი , ოდესღაც ნარკოტიკით მოვაჭრე იყო.

შეიძლება მოგეჩვენოდ რომ Black Ops 2 პოლიტიკური ბოევიკია, მაგრამ ეს ასე არ არის . თამაში არის იმის შესახებ თუ როგორ დაკარგა ადამიანმა ყველაფერი და შეიძულა მთელი სამყარო. რაულ მენენდესი არის ის სწრაფი გონების , ფულის, ძალაუფლების პატრონი, რომელიც შეიშალა და კაციშვილმა არ იცის რაზეა წამსვლელი.


მთელი თამაშის განმავლობაში ჩვენ თვალყურს ვადევნებთ მენენდესის ცხოვრებას, რათქმაუნდა სხვადასხვა პერსონაჟებით. Black Ops 2 მოიცავს როგორც სამოძდაათიან, ოთხმოძდაათიან ასევე 2025 წლებს, ნელნელა თამაშის პროცესში გაიგებთ თუ როგორ იქცა რაული ბოროტმოქმედად.
შუთერებს ყოველთვის სიუჟეტის პრობლემა ჰქონდათ, ეს k Ops 2 არ ეხება მას არამხოლოდ შესანიშნავი სიუჟეტი არამედ გადასარევი რეჟისურაც გააჩნია. ყოველი დავალება იდეალურად დახატუნი და დალაგებულია, ყოველი სცენა სწორედაა დადგმული და სწორედ ნაჩვენები, ყველა სცენას თავისი სწორე ტემპი და ხანრძლივობა აქვს, დაუჯერებელია მაგრამ ასეა.
მაგალითად, ჩენ მშვიდათ მივაბიჯებთ ქუჩაში ბრონირებული მანქანის უკან, რამოდენიმე წამში წელამდე წყალში ვცდილობთ გადავურჩეთ ვერთმფრენს , კიდევ ცოტახანში, მივცოცავთ დაბინძურებულ კანალიზაციაში, შემდეგ ჩუმად მივეპარებით პატრულებს, ვციდილობთ მენენდესის თვალყურის დევნას, ფინალში გამოგვიჭერენ, აფეთქება. სწრაფი გადახტომა წყალში, დევნა მას კი მოჰყვება ბრონირებული მაქანებიდან რაკეტების გასროლა, ბოლოს კი ვჯდებით ჯიპში და მივექანებით შორს იმ ჯოჯოხეთიდან



აი ასეთი დავალებებისგან შედგება მთლი თამაში, ამასთან ერთად Black Ops 2 პირველი Call of Duty რომელიც ოთხ საათში არ დაიხურება. ის რომ Treyarch შეძლეს და ორჯერ გაზარდეს გეიმპლეი , ამასთნ ერთად ნამვილად საინტერესო და მოვლებენით აღსავსე ნამდვილად მიღწევაა.
Treyarch მაქსიმალურად შეცვალეს თამაშის მექანიკა. ჩანს რომ თვითონაც დაიღალნენ ძველი კონცეციით, დავალებების უმეტესობა აღარაა კოლიდორი, მეტჯერ და მეტჯერ გვთვაზობენ არჩევანს, მარცხნიდან, მარჯვნიდა, თუ ზევიდან, ქვევიდან. ასევე არის tower defense სიტუაციები, თამაში გთავაზობთ ტაქტიკურ დავალებებს, უბრალო ინტერფეისის მეშვეობით შეგიძიად ბრძანებების გაცემა და ყოველი იუნიტის კონტროლი პირველი პირიდან. იქნება ეს ჯარისკაცი, ტურელი თუ რობოტი. ასეთი დავალება სულ ოთხია, ისინი არაა სავალდებულო, მაგრამ ძალიან საინტერესოა.
მთავარი ახალი დამატება კი იმაში მდგომარეობს რომ თქვენ შეგიძლიად არჩევნის გაკეთება. Black Ops 2 ში კი ეს სიკვდილ-სიცოცხლის საკითხია. თვენ გადაწყვეტილებებზეა დამოკიდებული ფინალი. უფრო სწორედ ბოლო გადაწყვეტილებაზე, სხვა დანარჩენი კი ან მოკალი, ან ხელისუფლებას ჩააბარე, მეგობარს დაეხმარე ან სიკვდილზე გაწირე და ბევრი ბევრი სხვა.
არავინ არ ელოდა რომ Black Ops 2 ამდენს შეძლებდა, ეს ხომ Call of Duty ია. ყველაფრის მიუხეავად ორიგინალური, ატმოსფერული და სხვადასხვაგვარი მისიებით აღსავსე თამაში გამოუვიდათ.




среда, 13 февраля 2013 г.

Dead Space 3 (ნაწილი 2)

Dead Space 3 (ნაწილი 3)

вторник, 12 февраля 2013 г.

Devil May Cry Review

დასახელება: DmC: Devil May Cry 5 
გამოშვების თარიღი: 15 იანვარი 2013 
პლატფორმა: PC Xbox360 PS3 
ჟანრი: Action, Slasher 
მულტიფლეიერი: არა 
შემქნელი: Ninja Theory 
გამომცემელი: Capcom 
ოფიციალური საიტი:http://www.devilmaycry.com





ჯერ კიდევ Devil May Cry 4 შექმნის დროს, დანტე სერიის მთავარი გმირი უკუაგდეს, მაშინ სერიას თავობდა Capcom რომელმაც რამოდენიმეჯერ სცადა ნაგლი და სამართლიანი დემონებზე მონადირე დანტეს, თამაშიდან ამოღება- ფანებმა კინაღამ ვირტუალური რევოლუცია მოაწყვეს და შემქნელს მოუწია მისთვის მეორე ხარისხოვანი როლის მიცემა, ბევრი მაშინვე მიხვდა რომ Capcom ცვლილებების მოხდენას ცდილობს, ეს მისწრაფება უკეთესობისკენაა, რადგან მეოთხე ნაწილი არ იყო იდეალური, ამის შემდეგ გადაწყდა სერიის ახლიდან დამუშავება, სხვა თვალით შეხედვა.


სერიის ახლიდან დამუშავება ხვდა წილად ბრიტანულ სტუდიას Ninja Theory, რომელიც განთქმულია ,არც ისე ცნობილი მაგრამ საკმაოდ ახალი პროექტებით- Heavenly Sword და Enslaved: Odyssey to the West. სერიის ახლიდან გაშვება ამ შემხთხვევაში ყველაზე სწორი გზაა. ინგლისელი ვერასდროს ვერ შექმნის იაპონური თამაშის გაგრძელებას, უბრალოდ იმიტომ რომ სხვა მენტალიტეტები და ტრადიციებია. ახალი DmC: Devil May Cry საერთოდ არ გავს იაპონურს, ეს კი ნამდვილად კარგია.
DmC მთლიანად განაახლეს და ევროპაზე გათვალეს. დანტე აღარაა ქერა, ანიმე. ატმოსფერო აღარაა გოთიკური და ფენტეზი, ის უკვე სასტიკი რეალობაა მოხატული ქუჩებით. დემონიბიც საზიზღარ არსებებს დაემსგავსნენ, აწი მათგან გინებასაცკი გაიგებთ. ახალი დანტე მეამბოხე პერსონაა რომელიც საღამოებს ღამის კლუბებში ატარებს. ყველა სამყაროს თავისი გმირი უნდა ყავდეს.

ახალი სიუჟეტის იდეა კარგად ნაცნობია ჩენთვის, „ჩვენ ყველანი ვართ სისტემის მონები, ვიღაცამ უნდა გვიხსნას, დაგვიბრუნოს თავისუფლება“. ის ვიღაცა ხდება დანტე, მისი ახალი იერი და ჩვევებიც ამ როლზეა გათვლილი.
ბევრი ეჭვის თვალით უყურებდა ახალ დანტეს. რას გავს, ემოა თუ ნარკომანი? ბევრს ბილწსიტყვობს და ეწევა. მაგრამ ის დანტე რომელიც პირველად ვიხილეთ , Ninja Theory შეცვალა, ალბათ საფრთხე იგრძნო, ასე რომ სიმხდალე მას ახარ ემჩნევა, კარგი კუნთებიც დაიყენა ბიჭმა, მოწევას თავი გაანება, ცოტა ვარცხნილობაც კი შეიცვალა.
იმის და მიუხედავად რომ სიუჟეტზე მუშაობდა ალეკს გარლენდი, სცენარისტი ფილმისა „28 დღის შემდეგ“, დანტე არ გვევლინება გულწრფელ და ღმად დამუშავებულ პერსონაჟად, რათქმაუნდა არც ადრე იყო იგი ასეთი, მაგრამ კარგდა სასაცილო ხუმრობებს მაინც იძახდა. ამ ნაწილში კი მისი ფრაზების უმეტესობა- ან ბანალურია, ან უხეში ანდა ბილწსიტყვიანი ხუმრობები, რომლებზეც არც კი გეღიმება.
სიუჟეტში არ არის არაფერი თავბრუდამხვევი და არც ისეთი რამ მოხდება რომ მსოფ-მხედველობა შეგიცვალოს შუა თამაშში, ადგილებში კი საერთოდ გულიც კი შეიძლება აგიცროვდეს კაცს, მაგრამ რაც ნადმვილად კარგია ისაა რომყველაფერი ისეა დადგმული როგორც ეს ჰოლივუდში იციან. ძველი დანტესგან განსხვავებით, ახალი დანტე, ადვილად ვერ შეეგუა მშობლების დაკარგვას. ქუჩაში ცხოვრებამ და დემონებთან კონფლიქტმა გაუჩინეს მას მთლიანი სამყაროს სიძულვილი. მისი ცხოვრება შეცვალა ვერგილიასა და კეტთან შეხვედრამ, რომლების სისტემას ებრძოდნენ. დანტე პოულობს თავისი ცხოვრების აზრს, მიზანს და იწყებს თავისუფლებისთვის ბრძოლას.


დემონები ლიმბო რეალობიდან (პარალელური სამყაროდან) აკონტროლებენ საყოველდღეო ცხოვრების თითქმის ყველა სფეროს. ორივე რეალობის ხილვა მხოლოდ რჩეულებს შეუძლიათ. ძველის-ძველი, საზიზღარი სუკკუბი გამოყოფს სითხეს რომლითაც აჩლუნგებს, ატყუებს უბრალო ადამიანებსს, მეორე დემონი ტელე არხების მეშვეობით თვალს უხვევს თავისი პროპაგანით მთელ კაცობრიობას და ყველაფერ ამას ხელმძღვანელობს მთავარი დემონი მუნდუსი, უძლიერესი დემონი, რომელსაც ერთი ხელის მოსმით მთლიანი ქალაქის განადგურება შეუძლია.
ლიმბო- პარალელური სამყაროა, რომელშიც ყველაფერი სხვანაირ ელფერს იძენს, ასფალტი გზაზე აღარ ჩერდება, სახლები იშლება ,სამყარო ყირამალაზე დგება, ამან შეიძლება თავიდან დაგაბნიოთ კიდევაც.
Ninja Theory მოიგონა ახალი ბრძოლის სისტემა რომელიც არ გავს წინამორბედებს. რადგან ახლა დანტე ნახევრად დემონი ნახევრად Angel-ია, (ადრე მხოლოდ ნახევრად დემონი იყო) ესეიგი ორივე მხარის იარაღსაც უნდა ფლობდეს.გეიმპადის ერთ მხარეს დემონური იარაღი, მეორე მხარეს მეორე მხარე.ჩვეულებრივ კი დანტე ფლობს „მეამბოხეს“ გრძელ ხმალს და თოფს. მაგრამ როგორცკი შესაფერის ღილაკს დააწვებით მაშინვე შეიცვლება მისი იარაღიც, მაგალითად ღვთაებრივი ცელი ან დემონური ალებარდა.
ღვთაებრივი იარაღი არც ისეთი ძლევამოსილია მაგრამ სწრაფი და კარგად მიდის მასიურ ბრძოლებში, დემონური იარაღი შედარებით ნელია, მაგრამ ძლიერი.მტერიც არსებობს მრავალი ფერის, ზოგის მოკვლა იქნება შესაძლებელი მხოლოდ კონკრეტული იარაღით, მაგალითად ზოგის მოკვლა მხოლოდ ღვთაებრივი იარაღით იქნება შესაძლებელი. არც ისე რთულია გაიფიქრებს ზოგიერთი, მაგრამ რთული მაშინ ხდება როდესაც თქვენს წინააღმდეგ ათობით სხვადასხვა ფერის მოწინააღმდეგე გამოვა, მყველა თავისი ტაქტიკით და მიდგომით.

გარდა ამისა დანტე ასევე ფლობს კაუჭებს, ერთით დანტე თავისთან მოიწევს მტერს, მეორეთი თვითონ „მიიწევა“. ასეთი სისტემა ჩვენ Devil May Cry 4 ვიხილეთ, (ნეროს ჰქონდა დემონური ხელი, რომელსაც მსგავსი ფუნქციები ჰქონდა), აქ ეს ყველაფერი უფრო მაღალ დონეზეა რეალიზებული. ამ ახალი საბრძოლო სისტემის მეშვეობით , შეტაკებები ძალიან სწრაფად მიმდინარეობს, ხანდახან მიწაზე დაშვებაც კი არ მოგიწევთ.
იმისთვის რომ ლამაზად მოკლათ მორიგი დემონი, საჭიროა აურაცხელი კომბინაციების მოფიქრება, ღილაკების დაჭერა ერთი სიტყვით დიდი სამუშაო გელით. რამოდენიმე საათის თამაშის შემდეგ ხელებიც კი დაგეღლებათ, ეს კი კმაყოფილების გრძნობას იწვევს.



აი რისი გაკეთება შეიძება: უცებ დემონების გუნდში შევარდნა, ცელით მათი გადაყრა აქეთ იქეთ, დემონის დარტყმის აცილება, ერთის კაუჭით მოწევა და მეორის ფეხით დარტყმა, მესამეს ცეცხლოვანი მუშტით ჰაერში აგდება, მეოთხეს თავზე დახტომა, მეხუთეს „მეამბოხე“ ხმლით აკუწვა და სანამ მესამე ჰაერშია აგდებული მასთან მიწევა .... და ეს არც ისე რთული კომბინაციაა .
ასევე დანტეს შეუძლია დემონად გადაქცევა, დრო ჩერდება, მისი სიცოცხლე სწრაფად რეგენირებას ახდენს და რაც ყველაზე სასიამოვნოა თმა უთეთრდება.
Devil May Cry-ში ყოველთვის იყო პლატფორმების სისტემა, აქ კი მიღებულზე მეტია, ძალიან ხშირად მოგიწევთ გადახტომები, კაუჭის გამოყენება, რაღაცის მოწევა და სხვა. ამას დამატებული ბევრჯერ ჩავარდებით სამყაროს-შორისო უღელტეხილებში. ეს იწვევს ბევრ პრობლემას, ზოგან ვერ სწვდება გადასახტომად, ზოგან არასწორედ დახატულია და თითქოსდა წვდება მაგრამ ამაოდ, ან შეიძლება უცებ დამთავრდეს კიბე და გადავარდეთ, ან კამერა სხვანაირად მოტრიალდება და მორჩა. დამალული ოთახების პოვნა და მისვლა ხომ ცალკე გამოცდაა. აი სადღაც ჩავარდით, თითქოსდა შენი ბრალია ,მაგრამ თამაშის გაუმართავობასაც გრძნობ.
უცნაურია ისიც არის რომ თამაშს გააჩნია ბევრი საინტერესო დავალებები, მაგრამ ძალიან მალე მთავრდება, ან საერთოდ ერთხელაა გამოყენებული მთელი თამაშის განმავლობაში, მაგალითად კამერების მოწყვეტა დაწყებით მისიებში, ან ავტორბოლის დავალება, სადაც მანქანა რეალურ სამყაროშია, დანტე კი ლიმბოში, გენიალური სცენა მაგრამ მოკლე.
მთავარი ბოროტმოქმედის რაოდენობაც გვაღელვებს , ხუთ-ნახევარი ბოსი, 20 თავზე. რეალურად ძლიერი ხომ საერთოდ ორი ცალია, რომელთა შესახებ თავიდანვე იყო ცნობილი. ფინალური ბოსიც ვერ ამართლებს იმედებს, ტაქტიკაც მეოთხე ნაწილის ფინალური ბოსისას წააგავს . 





ჯამში, ახალი Devil May Cry გამოვიდა ლამაზი, საინტერესო სამყაროთი, კარგი საბრძოლო სისტემით, ცოტა პრობლემატური დიზაინით და ბანალური ბოსებით, ასევე იდეები არაა ბოლომდე მიყვანილი. საერთო გადმოსახედიდან კი შთამბეჭდავი თამაში, მინუსები არც ისე გვაბეზრებენ თავს, DmC საოცარად განუმეორებელი და ატმოსფერული თამაშია ,ძალიან კარგი საბრძოლო სისტემით. ახლიდან გაშვებამ კარგი შედეგი გამოიღო.
ძალიან იშვიათი შენთხვევაა როდესაც სერიის Restart-ი ნამდვილად წარმატებული გამოვა. ახალი დანტე არაფრიდ არ ჩამოუვარდება ძველს უბრალოდ სხვანაირია, ბრიტანულია.
DmC: Devil May Cry -მაგარი, იდეოლოგიურად მოდერნიზებული თამაშია, რომელიც უნდა აღიქვა როგორც ერთი მთლიანი და არა ნაწილებად.



World Of Tanks

დასახელება: World Of Tanks 
გამოშვების თარიღი: 12 აპრილი 2012 
პლატფორმა: PC 
ჟანრი: MMOG, ტანკის სიმულატორი 
მულტიფლეიერი: Internet 
შემქნელი: Wargaming.net 
გამომცემელი: Wargaming.net 
ოფიციალური საიტი:
http://worldoftanks.com/ 





World of tanks ეს არის online პროექტი, რომელსაც ანალოგი მსოფლიოში არ გააჩნია , ეს არის Free-to-play შუთერი ტანკებით, ფენომენი!. როგორი უცნაურიც არ უნდა იყოს, მისი სტატისტიკა შთამბეჭდავია , სერვერები ყოველთვის გადავსებულია, მოთამაშეების საერთო ჯამი 40 მილიონს გადასცდა, და ის რომ ორი წლის წინ, ამ თამაშს არავინ არ აქცევდა სათანადო ყურადღებას, დღეს დღეობით მსოფლიოს იპყრობს, ევროპა, აზია, ამერიკა მას ყველგან თამაშობენ. ყველგან ეჯიბრებიან ტანკების მართვის ოსტატობაში.
World of tanks ტანკის პოპულარიზებას შემქნელები თავის გამართულ მუშაობასა და გეგმიურ განახლებებს აბრალებენ, რათქმაუნდა Wargaming.net-ში მუშაობენ კარგად განათლებული და ნიჭიერი ადამიანები მაგრამ , მისი პოპულარულობა სხვა რამეში უნდა იმალებოდეს, რადგან ასეთ დიდ შედეგს შემქნელებიც კი არ მოელოდნენ.
World of tanks ასათვისებლად ძალიან ადვილია, ყველა მსურველს შეუძლია თამაშის გადმოწერა , ჩართვა და რამოდენიმე ხელის თამაში, მორჩა მაშინვე იგებ მის მექანიკას. ორი გუნდი , ჯამში 30 ტანკი ერთმანეთს ებრძვის, დავალება მოწინააღმდეგის განადგურება გაშლილ რუკაზე. მოთამაშეები იმის და მიხედვით თუ რა შედეგს მიაღწიეს საომარ ველზე, ბრძოლის შემდეგ იღებენ მედლებს , ანაზღაურებას და სხვა გემრიელ ბონუსებს. შეაგროვე ფული , გამოცდილება იყიდე ახალი ტანკები, განავითარე, მიეცი აპგრეიდი. რა შეიძლება იყოს ამაზე მარტივი, აი ასეთია პირველადი თამაშის ხედვა. World of tanks იგივეა რაც უფასო Counter-Strike. ყოველ მოთამაშეს შეუძლია თავისი პირადი გამოცდილებით და უნარით აჯობის ყველა სხვას, რაც უფრო მეტს ვთამაშობთ მით, უფრო კარგ ტანკებს ვფლობთ, მით მეტის გაკეთება გვძალუძს.

დროთა განმავლობაში World of Tanks იხსნება , იფურჩქნება ვარდის კოკორივით და გვევლინება ისედათ როგორიც სინამდვილეშია. მოთამაშე გებულობს რომ, ტანკებს გააჩნიათ თავისი პარამეტრები, რომ სროლის დროს უნდა დავუმიზნოთ სუსტ წერტილებში, რომ ლულის კალიბრს და ტყვია-წამლის ტიპს აქვს თავისი მნიშვნელობა. მალე მოთამაშეს განვითარების გეგმა წარმოესახება : ვიღაცა საშუალო ტანკს აირჩევს, ვიღაცა უფრო სწრაფ მაგრამ სუსტს, ვიღაცაც მძიმე და მოუქნელს, ან საერთოდ არტილერიას , საუ. სამწუხაროდ თამაშში სხვა ტიპის მანქანას ვერ ნახავთ, თუმცა რაც არის ისიც საკმარისია. World of Tanks გვთავაზობს შემდეგი ქვეყნების სამხედრო მანქანებს : საბჭოთა კავშირი, ამრეკისი შეერთებული შტატები, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, ჩინეთი და გერმანია.ტექნიკის რაოდენობა ორასს ცალს აღემატება, თანაც ყოველი მათთაგანის განვითარება და გააპგრეიდება შეიძლება.

დონატი
თუ თქვენ დააპირებთ ამ პროექტზე ფულის დახარჯვას მაშინ მიიღებთ პრემიუმ-ტანკებს , პრემიუმ-ტყვია-წამალს, რაც საგრძნობლად გაგიდვილებთ ამ ვირტუალურ ომში ცხოვრებას. დონატი -ეს არის ის საშინელი რამ რაც ანადგურებს Free-to-play პროექტებს. მაშ ზუსტად რა ცვლილებები შეაქ დონატს ტანკებში?
ფასიანი ტანკები , მათი დაუფლება მხოლოდ დონატით არის შესაძლებელი და აღარ დაგჭირდებათ თამაშის თავიდან სუსტი და უშნო ტანკებით თამაში, მაგრამ დროთა განმავლობაში უბრალო მომხმარებელიც გაიხსნის იმავე დონის ტანკებს, და აი მაშინ კი უკვე საეჭვოა თუ რომელი აჯობებს. ერთადერთი ნამდვილად დადებითი მხარე პრემიუმ ტანკებისა არის ის რომ მათი რემონტი ძალიან იაფი ჯდება, ამ ტანკებით გამარჯვების შემთხვევაში მეტი ფული გერიცხება და სხვა მცირე წვრილმანი.
დონატი არ აფუჭებს World of Tanks, იმისთვის რომ პროექტმა იმუშავოს და განვითარდეს საჭიროა კიდევაც, თამაშის სუსტი წერტილი კი ის მოსაბეზრებელი რუკებია, რომელზეც უკვე მეათედ თამაშობ, ის მოსაბაზრებელი და ერთფეროვანი დავალებებია, რომელებიც სამ ტიპად იყოფა, რეალურად კი ბაზების რაოდენობით თუ განსხვავდება. მართლაც რომ საინტერესო ბრძოლების ჩატარება მხოლოდ პრემიუმ-ექაუნთის მფლობელებს შეუძლიად, მაგრამ ისიც საეჭვოდ გამოიყურება. კლანური ომები კი გლობალურ რუქაზე მკრთალი და დასამთავრებელია.

დასკვნა
რაც არ უნდა ვთქვათ და როგორი ერთფეროვანიც არ უნდა იყოს World of Tanks, ის მაინც იქცევს ჩვენს ყურადღებას, საბედნიეროდ Wargaming ჯერ კიდევ თავის ჭკუაზეა და პროექტს მიხედავს, აი უკვე ორი წელია სტაბილურად ვითარდება და გლობალურ აპგრეიდებითაც გვახალისებს, ასატანი ფიზიკა, დამატებითი განხრები. ბოლოს და ბოლოს ეს ჯგუფი კარგად გვეცნობა ისეთი პროექტებიდან როგორიცაა Order of Wa და Massive Assault. სამწუხაროა რომ ის არ უბრუნდება სტრატეგიებს, თუმცა სხვანაირად ჩვენ ვერ ვიხილავდით World of Tanks.




четверг, 7 февраля 2013 г.

Dead Space 3

пятница, 4 января 2013 г.


მოგესალმებით დღეს  Google Adsense-დან პინ კოდი გამომიგზავნეს და უკვე ოფიციალური პარტნიორი ვარ


მოგესალმებით დღეს უნდა დავიწყო საუბარი პროგრამირებაზე მემგონი ბევრს უნდა რომ ისწავლოს პროგრამირება და შექმნას თავისი თამაშები პროგრამები და ახლა რა გჭირდებათ ანუ სულ პირველ რიგში გჭირდებათ.
1.მათემატიკა
2.ლოგიკა მათემატიკური
3.მონდომება რომ ისწავლო ჯერერთი მათემატიკა და მერე პროგრამირება

ასე რომ თუ მათემატიკა არ იცით არაფერი გამოგივათ.