Social Icons

Featured Posts

воскресенье, 3 марта 2013 г.

უკანასკნელი ინფორმაციით PS4-ზე შეძლებთ “მეორადი” თამაშების გამოყენებას.













ახალი სათამაშო კონსოლის გამოსვლამდე ერთ-ერთ პრობლემატურ და ვრცელ თემად იქცა ის საკითხი, იმუშავებდა თუ არა Sony Playstation 4 ე.წ “მეორად” თამაშებზე. ხსენებული საკითხის გასარკვევად ტექნიკურმა ბლოგებმა მიმართეს ინტერვიუერ Shuhei Yoshida-ს, რომელმაც განაცხადა, რომ PS4-ზე მომხმარებლებს შეეძლებათ მეორადი თამაშების გამოყენება, თუმცა მან დაამატა, რომ ხსენებულის შესახებ სისტემურ სერვისებს მეტი ინფორმაციის მიწოდების ვალდებულება აქვთ.

დაახლოებით მსგავსი პასუხი ჰქონდა Sony-ს Eurogamer-თან ინტერვიიუში, როდესაც განაცხადა: “დიახ, მეორადი, გამოყენებული თამაშების PS4-ზე გაშვებას შეძლებთ.” მართალია არ ყოფილა საუბარი ლიცენზიის თავიდან შეძენაზე ან მსგავს საკითხებზე, საბოლოო ჯამში, ბევრი პასუხგაუცემელი კითხვა არსებობს, და ამ ეტაპზე მხოლოდ ის ვიცით, რომ “მეორადი თამაშები გაეშვება PS4-ზე”.

რასაკვირველია, ამ ეტაპზე ყველა არსებული თაობის გეიმინგ კონსოლებს გააჩნია მეორადი თამაშების მხარდაჭერა, თუმცა არსებობს უამრავი ჭორი იმის შესახებ, რომ არსებული მიდგომა შეიცვლება, და თითოეული შეძენილი თამაში ერთ კონკრეტულ კონსოლზე იქნება მიბმული. Yochida-მ დაადასტურა, რომ თამაშები ხელმისაწვდომი იქნება, როგორც ფიზიკურ Blu-Ray დისკებზე, ასევე ციფრულ მდგომარეობაში, ინტერნეტით შესაძენად.


пятница, 1 марта 2013 г.

ქსელში გამოჩნდა Assassin's Creed IV: Black Flag-ის გარეკანი.















ქსელში გამოჩნდა Assassin's Creed IV: Black Flag-ის გარეკანი. Assassin's Creed IV: Black Flag გარეკანი როგორც ცნობილია გამოჩნდა პირდაპირ Ubisoft-ის ოფიციალურ ფორუმზე. 

27 თებერვალს გაჩნდა ინფო იმის შესახებ, რომ დაიდებოდა ახლი ნაწილის ოფიციალური გარეკანი, სადაც გამოსახულია ახლი გმირი რომელიც გარშემორტყმულია მკვდარი პირატებით. როგორც ცნობილია თმაშში წარადგენენ ედუარდ კენუის კონორის ბაბუას. 

როგორც ცნობილია ახალი ნაწილში მოქმედება მოხდება 1715 წელს კარიბის ზღვაში და გმირი აღმოჩნდება კუბაზე, ბაჰამის კუნზულებზე, იამაიკაზე. თამაში გამოვა როგორც Xbox 360-ზე ასევე მომდევნო თაობის კონსოლებზე.


четверг, 28 февраля 2013 г.

Resident Evil 5 (ნაწილი 1)

The Walking Dead: Survival Instinct-ის PC ვერსიის შექმნა გააჩერეს



თამაშის The Walking Dead: Survival Instinct-ის PC ვერსიის შექმნა გაჩერდა, როგორც ცნობილია თამაშების დისტრიბუტორმა კომპანიამ დააზუსტა, რომ შემქმნელმა შეაჩერა თამაშის PC ვერსიის წარმოება. 

"Activision-მა განაცხადა, რომ თამაშის The Walking Dead: Survival Instinct-ის PC ვერსიის შექმნა გაჩერდა. თამაში გამოვა PlayStation 3-ზე, Xbox 360-ზე და Wii U-ზე". - განაცხადა I.G.E. Group-ის წარმომადგენელმა. 

შეგახსენებთ თამაში უნდა გამოვიდეს 2013 წლის 22 მარტს PlayStation 3-ზე, Xbox 360-ზე და Wii U-ზე.


THQ ამზადებს ახალ აუქციონს, რომ გაყიდოს დარჩენილი თამაშები.















THQ ამზადებს ახალ აუქციონს სადაც გაიყიდება კომპანიის დარჩენილი თამაშები, გასაყიდი თამაშები იქნება Darksiders, Red Faction, Homeworld, MX, Big Beach Sports და Destroy All Humans!.

1 აპრილიდან ისინი უკვე ელიან თამაშებზე საწყის ფასებს. ასევე ზემოთ ჩამოთვლილ თამაშებს შეუერთდება თამაშები Marvel Super Hero და Worms. აუქციონი მთავრდება 15 აპრილს.

პირველ აუქციონზე გაიყიდა შემდეგი თამაშები Homefront, South Park და სხვები. მეორე აუქციონზე ელიან, რომ კომპანიამ გაყიდოს დარჩენილი თამაშები, რომ დაფაროს სრულად ვალები.

воскресенье, 24 февраля 2013 г.

The Witcher 3: Wild Hunt დაანონსდა PS4-სთვის.












CD Projekt Red-მა დაანონსა ახლად დაანონსებული The Witcher 3: Wild Hunt-ი PS4-სთვის.

"გუშინდელი PS4-ის რელიზის შემდეგ, ჩვენ გადავწყვიტეთ გავაკეთოთ თამაში ახლი თაობის კონსოლისთვისაც". განაცხადა ადამ ბადოვსკიმ - CD Projekt Red-ის უფროსმა. "ახალი კონსოლი გვაძლევს ჩვენ სტიმულს, რომ გავაკეთოთ ეს თამაში ახალი კონსოლისთვის. ჩვენ დავიწყეთ მუშაობა ახალი კონსოლისთვის თამაშზე და იმედია ჩვენ ძრავა REDengine 3 გაამართლებს ახალი კონსოლზე".

შეგახსენებთ თამაში გამოვა 2014 წელს Xbox 720-ზე, PS4-ზე და PC-ზე.

четверг, 21 февраля 2013 г.

ჭორები: Eidos-ი ამზადებს Thief 4-ის დაანონსებას უახლოეს თვეებში












ინტერნეტში გაჩნდა ჭორები იმის თაობაზე, რომ Eidos Studios Montreal-ი აპირებს ახალი თამაშის დაანონსებას. როგორც ცნობილია კომპანიის ერთ-ერთმა თანამშრომელმა დაწერა თავის რეზიუმეში იმაზე, რომ კომპანია აპირებს ახალი თამაშის დაანონსებას მალე.

ბევრმა ფანმა მაშინვე დააკავშირა ეს ამბავი Thief 4-ს. სამომხმარებლო ინტერფეისის პროგრამისტმა ალექსანდრე რიჩერმა განაცხადა, რომ კომპანია წარუდგენს მსოფლიოს კიდევ ერთ თამაშს.

2012 წლის ივნისში გაჩნდა სწორედ ამ თამაშის ვიდეო, როგორც შემნელმა ჯგუფმა განაცხადა თამაში იქნება Deus Ex: Human Revolution-ის მსგავსი გეიმფლეით. ჯერ-ჯერობით კომპანია არ ჩქარობს თამაშის დაანონსებას, მაგრამ როგორც ჭორების მიხედვითაა ცნობილი თამაში უნდა გამოვიდეს 2014 წელს PC-ზე და ახალი თაობის კონსოლებზე.