воскресенье, 3 марта 2013 г.

უკანასკნელი ინფორმაციით PS4-ზე შეძლებთ “მეორადი” თამაშების გამოყენებას.













ახალი სათამაშო კონსოლის გამოსვლამდე ერთ-ერთ პრობლემატურ და ვრცელ თემად იქცა ის საკითხი, იმუშავებდა თუ არა Sony Playstation 4 ე.წ “მეორად” თამაშებზე. ხსენებული საკითხის გასარკვევად ტექნიკურმა ბლოგებმა მიმართეს ინტერვიუერ Shuhei Yoshida-ს, რომელმაც განაცხადა, რომ PS4-ზე მომხმარებლებს შეეძლებათ მეორადი თამაშების გამოყენება, თუმცა მან დაამატა, რომ ხსენებულის შესახებ სისტემურ სერვისებს მეტი ინფორმაციის მიწოდების ვალდებულება აქვთ.

დაახლოებით მსგავსი პასუხი ჰქონდა Sony-ს Eurogamer-თან ინტერვიიუში, როდესაც განაცხადა: “დიახ, მეორადი, გამოყენებული თამაშების PS4-ზე გაშვებას შეძლებთ.” მართალია არ ყოფილა საუბარი ლიცენზიის თავიდან შეძენაზე ან მსგავს საკითხებზე, საბოლოო ჯამში, ბევრი პასუხგაუცემელი კითხვა არსებობს, და ამ ეტაპზე მხოლოდ ის ვიცით, რომ “მეორადი თამაშები გაეშვება PS4-ზე”.

რასაკვირველია, ამ ეტაპზე ყველა არსებული თაობის გეიმინგ კონსოლებს გააჩნია მეორადი თამაშების მხარდაჭერა, თუმცა არსებობს უამრავი ჭორი იმის შესახებ, რომ არსებული მიდგომა შეიცვლება, და თითოეული შეძენილი თამაში ერთ კონკრეტულ კონსოლზე იქნება მიბმული. Yochida-მ დაადასტურა, რომ თამაშები ხელმისაწვდომი იქნება, როგორც ფიზიკურ Blu-Ray დისკებზე, ასევე ციფრულ მდგომარეობაში, ინტერნეტით შესაძენად.


пятница, 1 марта 2013 г.

ქსელში გამოჩნდა Assassin's Creed IV: Black Flag-ის გარეკანი.















ქსელში გამოჩნდა Assassin's Creed IV: Black Flag-ის გარეკანი. Assassin's Creed IV: Black Flag გარეკანი როგორც ცნობილია გამოჩნდა პირდაპირ Ubisoft-ის ოფიციალურ ფორუმზე. 

27 თებერვალს გაჩნდა ინფო იმის შესახებ, რომ დაიდებოდა ახლი ნაწილის ოფიციალური გარეკანი, სადაც გამოსახულია ახლი გმირი რომელიც გარშემორტყმულია მკვდარი პირატებით. როგორც ცნობილია თმაშში წარადგენენ ედუარდ კენუის კონორის ბაბუას. 

როგორც ცნობილია ახალი ნაწილში მოქმედება მოხდება 1715 წელს კარიბის ზღვაში და გმირი აღმოჩნდება კუბაზე, ბაჰამის კუნზულებზე, იამაიკაზე. თამაში გამოვა როგორც Xbox 360-ზე ასევე მომდევნო თაობის კონსოლებზე.